სიგნე ბაუმანე
სიგნე ბაუმანე | |
---|---|
დაბადების თარიღი | 7 აგვისტო, 1964[1] (60 წლის) |
დაბადების ადგილი | აუცე |
საქმიანობა | მწერალი, მხატვარი, ანიმატორი და კინორეჟისორი |
მოქალაქეობა |
ლატვია სსრკ |
ალმა-მატერი | მოსკოვის უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტი და მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
Magnum opus | Rocks in My Pockets და Woman |
ჯილდოები | გუგენჰაიმის სტიპენდია[2] |
სიგნე ბაუმანე (ლატვ. Signe Baumane) (დ. 7 აგვისტო, 1964) — ლატვიელი ანიმატორი, მხატვარი, ილუსტრატორი და მწერალი. ამჟამად ცხოვრობს და მუშაობს ნიუ-იორკში. იგი კინომატოგრაფიული ხელოვნებისა და მეცნიერების აკადემიის წევრია. ის ასევე არის მასწავლებელი და ასწავლიდა ანიმაციას პრატტის ინსტიტუტში 2000 წლიდან 2002 წლამდე.
ადრეული ცხოვრება და განათლება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სიგნე ბაუმანე დაიბადა აუცეში, ლატვიაში და გაიზარდა ტუკუმსში (ლატვია) და სახალინის კუნძულზე. ის დაქორწინდა იურიუ გავრილენკოზე, ხელოვანსა და იმპრესარიოზე, ხოლო შემდეგ ლასე პერსონზე, შვედ ანიმატორზე. სიგნემ გამომცემლობებისთვის წერა დაიწყო 14 წლის ასაკიდან. ის სწავლობდა მოსკოვის უნივერსიტეტში და დაამთავრა 1989 წელს ბაკალვრიატი ფილოსოფიაში.
კარიერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მან მუშაობა დაიწყო ანიმატორად 1989 წელს „Dauka Animation Studio-ში“. მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში ადგილობრივი ტელევიზია აშუქებდა რამდენიმე ანიმაციურ რეკლამას, რომელიც იყო ბაუმანეს დიზაინითა და რეჟისორობით შექმნილი. 1991 წელს მან პირველად გამოუშვა ანიმაციური ფილმი „The Witch and the Cow“ (ალქაჯი და ძროხა), რომლზე მუშაობისასაც თავად ითავსებდა სცენარისტის, რეჟისორის, დიზაინერისა და ანიმატორის ფუნქციებს.
მომდევნო ორი წელი მან დაუთმო საბავშვო წიგნების ილუსტრირებას მოსკოვში, თუმცა 1993 წელს დაბრუნდა ანიმაციის, ილუსტრირებისა და სასცენო დიზაინის სფეროში რიგაში. 1995 წლის სექტემბერში ნიუ-იორკში გადავიდა, იპოვა რა სამსახური ბილ პლიმპტონთან, როგორც წარმოების მენეჯერმა და ფერების სტილისტმა, იმავე წლის იანვარში.
1998 წელს მან გააგრძელა მუშაობა როგორც დამოუკიდებელმა ანიმატორმა და გააკეთა რამდენიმე ფილმი. ორი მათგანი „Woman“ (ქალი) და „Veterinarian“ (ვეტერინარი) ლატვიაში ვიზიტის დროს შეიქმნა, დანარჩენი კი ნიუ-იორკში გაკეთდა[3][4].
სიგნემ წამოიწყო და კურატორობა გაუწია ბევრ დამოუკიდებელ ანიმაციურ პროგრამასა და პატრიკ სმითსა და ბილ პლიმპტონთან ერთად არის „Square Footage Films-ის“ საორგანიზაციო გუნდის ბირთვის ნაწილი. „Square Footage Films“ არის ნიუ-იორკში დამოუკიდებელი ანიმატორების ჯგუფი, რომელიც თავად აქვეყნებს და რეალიზაციას უკეთებს თავის ნამუშევრებს[5].
ანიმაციის კეთების მიღმა, ბაუმანე არის მხატვარი და შექმნილი აქვს მრავალი ნახატი და ქანდაკება[6], აგრეთვე მუშაობდა საბავშვო წიგნების ილუსტრატორად.
მისი ფილმები ისეთ მნიშვნელოვან კინოფესტივალებზეა ნაჩვენები, როგორიცაა: ანესის კინოფესტივალი (საფრანგეთი), ტრიბეკას კინოფესტივალი, სანდენსის კინოფესტივალი, ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალი, ოტავას საერთაშორისო ანიმაციის ფესტივალი, ვენეციის კინოფესტივალი. მის ნამუშევრებს ამ ფესტივალებზე მიღებული აქვს სხვადასხვა ჯილდო.
„Rocks in My Pockets“
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ბაუმანეს „Rocks in My Pockets“ (ქვები/კლდეები ჩემს ჯიბეებში) არის სრულმეტრაჟიანი ავტობიოგრაფიული ანიმაციური ნამუშევარი, რომელიც წარმოაჩენს სამი თაობის ქალების მტანჯველ დეპრესიას მის ოჯახში. „Rocks in My Pockets“ შერჩეულ იქნა ლატვიურ ნამუშევარი საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის კატეგორიაში აკადემიის რიგით 87-ე დაჯილდოებაზე, მაგრამ არ იქნა ნომინირებული[7].
პროექტმა მიიღო ადრეული დაფინანსება ნიუ-იორკის შტატის ხელოვნების საბჭოსგან, ჯერომის ფონდისგან და „Women Make Movies-ისგან“, შესაბამისად ისინი გახდნენ პროექტის ფისკალური სპონსორები. 2013 წელს პროექტზე 2 წლის მუშაობის შემდეგ ბაუმანემ და გუნდმა შეძლეს Kickstarter-ზე შეეგროვებინათ კიდევ 50 000 აშშ დოლარი.
სტილი და თემატიკა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ბაუმანე ძირითადად ამჯობინებს პერსონალური თხრობის გამოყენებას, ბრტყელ ორგანზომილებიან ხელით ნახატებისგან აწყობილ ანიმაციას. სრულმეტრაჟიან ფილმში „Rocks in My Pockets“ მან ე.წ. პაპიე-მაშე და სტოპ-კადრი შეაზავა ტრადიციული ანიმაციის ტექნიკასთან.
მის ნამუშევრებში გაჟღერებულია რთული საკითხები, როგორიცაა: სექსი, ფეხმძიმობა, დეპრესია. თუმცა ამ სიმძიმეს ანეიტრალებს და სასიამოვნოს ხდის ირონიითა და იუმორით. მისი თხრობის სტილი იყენებს ვიზუალურ მეტაფორებს კომუნიკაციისთვის, რათა გასაგები გახდეს ხალხი შინაგანად როგორ გრძნობს თავს, მაგალითად, თავის მოკლემეტრაჟიან ფილმში „Birth“, როდესაც ის იყენებს სხეულს როგორც ჭურჭელს ფილმში[8].
კინემატოგრაფიული ნამუშევრები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მოკლემეტრაჟიანი ანიმაცია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- The Witch And The Cow („კუდიანი და ძროხა“ - 1991)
- Tiny Shoes („პატარა ფეხსაცმელი“ - 1993)
- The Gold Of The Tigers („ვეფხვების ოქრო“ - 1995)
- Love Story („სიყვარულის ისტორია“ - 1998)
- The Threatened One („ვიღაცას დაემუქრნენ“ - 1999)
- Natasha („ნატაშა“ - 2001)
- Five Fucking Fables („ხუთი დაწყევილი იგავი“ - 2002)
- Woman („ქალი“ - 2002)
- Dentist („სტომატოლოგი“ - 2005)
- Five Infomercials For Dentists („ხუთი საინფორმაციო რეკლამა სტომატოლოგებისთვის“ - 2005)
- Teat Beat Of Sex („სექსის მახინჯი ძუძუს თავები“ - 2007)
- Veterinarian („ვეტერინარიული“ - 2007)
- The Very First Desire Now and Forever („ყველაზე პირველი ვნება ახლა და სამუდამოდ“ - 2007)
- Teat Beat Of Sex: Episodes 8,9,19,11 („სექსის მახინჯი ძუძუს თავები: ეპიზოდი 8,9,19,11“ - 2007)
- Birth („დაბადება“ - 2009)[9]
სრულმეტრაჟიანი ანიმაცია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Rocks in My Pockets („ქვები ჩემს ჯიბეში“ - 2014)
კრებულები (DVD)
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Avoid Eye Contact Vol. 1 („თვალით კონტაქტის თავიდან აცილება პირველი ნაწილი“)
- Avoid Eye Contact Vol. 2 („თვალით კონტაქტის თავიდან აცილება მეორე ნაწილი“)
- Ten Animated Films by Signe Baumane („სიგნე ბაუმანეს ათი ანიმაციური ფილმი“)
- Teat Beat of Sex („სექსის მახინჯი ძუძუს თავები“)
მუსიკის ვიდეოები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Cousin Joe Twoshacks - "Tarzan" („Cousin Joe Twoshacks-ის“ „ტარზანი“ - 2014)
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- სიგნე გაუმანეს ოფიციალური ვებ-საიტი
- „Teat Beat of Sex-ის“ ვებ-საიტი
- ონლაინ ხელოვნების გალერეა
- კინო მონაცემების ინტერნეტბაზა
- „Rocks in My Pockets-ის“ ოფიციალური ვებ-საიტი
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Artists of the World Online, Allgemeines Künstlerlexikon Online, AKL Online / Hrsg.: A. Beyer, B. Savoy — B: K. G. Saur Verlag, Verlag Walter de Gruyter, 2009. — ISSN 2750-6088 — doi:10.1515/AKL
- ↑ https://www.gf.org/fellows/all-fellows/signe-baumane/
- ↑ Signe Baumane web site, biography. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-01-09. ციტირების თარიღი: 2021-01-17.
- ↑ Chris Robinson: Unsung Heroes of Animation, pp. 200-206
- ↑ Square Footage Films web site accessed on February 5, 2010. დაარქივებულია ორიგინალიდან — ოქტომბერი 17, 2016. ციტირების თარიღი: მაისი 11, 2017.
- ↑ Signe Baumane, section of online art gallery accessed February 2, 2010
- ↑ Holdsworth, Nick. Oscars: Latvia Nominates 'Rocks in My Pockets' in Foreign-Language Category.
- ↑ Birth - Short Film en-US. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-06. ციტირების თარიღი: 2016-03-05
- ↑ Birth. ციტირების თარიღი: 2016-03-05