სიგლოსანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

სიგლოსანი — ყმა გლეხთა ერთ-ერთი კატეგორია ფეოდალურ საქართველოში. იხსენიება XIII საუკუნის 2 დოკუმენტში: პირველ დოკუმენტში (1258 რკონის სიგელი) სიგლოსანი გლეხებია, მეორეში — სოფლის მღვდლები. სახელწოდება წარმოდგება სიტყვა „სიგელისაგან“ (წერილობითი საბუთი), რომელშიც ჩამოთვლილი უნდა ყოფილიყო სიგლოსანის უფლება-მოვალეობანი. შესაძლებელია სიგლოსანი რქმოდა აგრეთვე ყმას ვასალის მნიშვნელობით. ამ შემთხვევაში ყმისა (ვასალი) და პატრონის (სენიორი) ურთიერთობა განსაზღვრული იქნებოდა სიგელში, რომელსაც სენიორი აძლევდა ვასალს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ჯავახიშვილი ივ., ქართული სამართლის ისტორია, წგნ. 2, ნაკვ. 1, ტფ., 192;