სიბილა კლეველი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
სიბილა კლეველი
Lucas Cranach d.Ä. - Bildnis der Prinzessin Sibylle von Cleve (1526, Klassik Stiftung Weimar).jpg
სიბილა კლეველი საქსონიის კურფიურსტზე ნიშნობის დროს, შესრულებულია 1526 წელს ლუკას კრანახი უფროსის მიერ
საქსონიის კურფიურსტი
მმართ. დასაწყისი: 16 აგვისტო, 1532
მმართ. დასასრული: 4 ივნისი, 1547
წინამორბედი: ელიზაბეთ ბავარიელი
მემკვიდრე: აგნესა ჰესენელი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 17 იანვარი, 1512
დაბ. ადგილი: დიუსელდორფი, კურპფალცი
გარდ. თარიღი: 21 თებერვალი, 1554, (42 წლის)
გარდ. ადგილი: ვაიმარი, საქსონია
მეუღლე: იოჰან ფრიდრიხ I, საქსონიის კურფიურსტი
შვილები: იოჰან ფრიდრიხ II, საქსონიის კურფიურსტი
იოჰან ვილჰელმი, საქსენ-ვაიმარის ჰერცოგი
იოჰან ერნესტი
იოჰან ფრიდრიხ III, საქსონიის ჰერცოგი
დინასტია: ლა მარკები
მამა: იოჰან III, კლევის ჰერცოგი
დედა: მარია იულიხ-ბერგელი
რელიგია: ლუთერანიზმი

სიბილა კლეველი (გერმ. Sibylle von Kleve; დ. 17 იანვარი, 1512 — გ. 21 თებერვალი, 1554) — ლა მარკთა დინასტიის წარმომადგენელი. კლევის ჰერცოგ იოჰან III-ის უფროსი ასული. ინგლისის დედოფალ ანა კლეველის უფროსი და. საქსონიის კურფიურსტი 1532-47 წლებში როგორც იოჰან ფრიდრიხ I-ის მეუღლე.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სიბილა დაიბადა 1512 წლის 17 იანვარს ქალაქ დიუსელდორფში. იგი იყო კლევის ჰერცოგ იოჰან III-ისა და მისი მეუღლის, ჰერცოგინია მარია იულიხ-ბერგელის პირველი შვილი. მას სამი უმცროსი და-ძმა ჰყავდა: ანა (შემდგომში ინგლისისა და ირლანდიის დედოფალი), ვილჰელმი (შემდგომში იულიხ-კლევ-ბერგის ჰერცოგი) და ამალია.

1526 წლის სექტემბერში სიბილა საქსონიის კურფიურსტ იოჰან ფრიდრიხ I-ზე დაინიშნა. ხანგრძლივი საქორწინო მოლაპარაკებების შემდეგ, იოჰანისა და სიბილას საქორწინო ცერემონიალი 1527 წლის 9 თებერვალს შედგა ქალაქ ტორგაუში. ოცწლიანი ქორწინებიდან წყვილს სულ ოთხი ვაჟი შეეძინა, რომელთაგან სამმა მიაღწია სრულწლოვანებამდე და სამივე მათგანი გახდა საქსონიის მონარქი.

1532 წელს მისი მამამთილის გარდაცვალების შემდეგ, იოჰან ფრიდრიხი საქსონიის კურფიურსტი ხდება და სიბილა საქსონიის ყველაზე გავლენიან ქალად გვევლინება.

შმალკადენის ომების დროს კათოლიკეებმა სიბილას ქმარი ტყვეობაში ჩაიგდეს, მისი გამოსყიდვა კი ძლივს მოახერხეს. მისი არ ყოფნისას მმართველობის მთელი სიმძიმე სიბილას დააწვა კისერზე. სწორედ ამ დროს მოხდა სატახტო ქალაქ ვიტენბერგის კაპიტულაცია. თავისი ცოლისა და ვაჟების გამოსახსნელად, ახლად განთავისუფლებულმა იოჰან ფრიდრიხმა მალევე დიდი ჯარები შეკრიბა და მორის საქსონიელის მეთაურობით ალყა შემოარტყა ვიტენბერგს, თუმცა თავად კვლავ ტყვედ ჩავარდა, ხელისუფლება კი მორისმა ჩაიგდო ხელში.

1552 წელს, ხუთწლიანი ტყვეობის შემდეგ განთავისუფლებულმა საქსონიის სამეფო ოჯახმა გაერთიანება მოახერხა, თუმცა ეს დიდ ხანს არ გაგრძელებულა. 1554 წელს გარდაიცვალა იოჰან ფრიდრიხ I, სიბილა კი მასზე დარდმა შეიწირა და სულ ერთ თვეში თავადაც აღესრულა. ისინი ერთად დაკრძალეს, ქალაქ ვაიმარის საკათედრო ტაძარში.

შვილები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. იოჰან ფრიდრიხ II (1529-1595), საქსონიის კურფიურსტი, პირველად იქორწინა აგნესა ჰესენელზე, მისი გარდაცვალების შემდეგ კი ელიზაბეთ სიმერნ-სპონჰეიმელზე, რომელთანაც შეეძინა შვილები. 1565 წელს იგი მისმა ძმამ, იოჰან ფრიდრიხ III-მ ტახტიდან ჩამოადგო და ავსტრიაში გააძევა;
  2. იოჰან ვილჰელმი (1530-1573), საქსონიის, თიურინგიისა და საქსენ-ვაიმარის ჰერცოგი, ცოლად შეირთო დოროთეა სიუზენ სიმერნელი, რომელთანაც შეეძინა შვილები;
  3. იოჰან ერნესტი (1535), გარდაიცვალა ჩვილი;
  4. იოჰან ფრიდრიხ III (1538-1565) საქსონიის ჰერცოგი, გარდაიცვალა დაუოჯახებელი და უშვილო, რის გამოც ტახტზე მისი ძმა იოჰან ვილჰელმი ავიდა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Faith and Power: Saxony in Europe during the Reformation period, Dresden 2004, p. 149.
  • Joachim Bauer/Dagmar Blaha: The deaths of John Frederick and his wife Sibylle, in: Sächsische Heimatblätter 50 (2004), vol. I, pp. 78–84.
  • Carl August Hugo Burkhardt: Letters of Sybille of Jülich-Cleves-Berg to her husband John Frederick the Magnanimous, Elector of Saxony, in: Journal of the Berg Historical Society, vol. V, 1868, pp. 1–184.