სიბარისი
იერსახე
სიბარისი (ძვ. ბერძ.: Σύβαρις; იტალ. Sibari) — მნიშვნელოვანი ძველი ბერძნული ქალაქი, რომელიც მდებარეობდა ტარანტოს ყურის სანაპიროზე, თანამედროვე კალაბრიაში, იტალია.
ქალაქი ძვ.წ. დაახ. 720 წელს, აქაველებისა და ტროიძენელი დევნილების მიერ დაარსდა. აქაელებმა ასევე დააარსეს ახლომდებარე დიდი ქალაქი კროტონი, 10 წლის შემდეგ. სიბარისმა ნაყოფიერი მიწებისა და აქტიური საზღვაო მიმოსვლის გამო დიდი სიმდიდრე მოიხვეჭა და ცნობილი იყო როგორც ბერძნული არქაული სამყაროს ყველაზე ეკონომიკურად უზრუნველყოფილი კოლონია.
ქალაქი ძვ.წ. 510 წელს, კროტონის მიერ განადგურდა, ხოლო მაცხოვრებლები იძულებულნი გახდნენ გადასახლებულიყვნენ.[1]
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Rethinking Collapse: the Fall of Sybaris (ca. 510 BC) and the Transformation of Greek Colonial Space https://francavilla.philhist.unibas.ch/it/rethinking-collapse/