სია (მუსიკოსი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სია

სიას გამოსვლა სიეტლში, 17 აგვისტო, 2011
დაბადების სახელი სია კეიტ იზობელ ფერლერი
დაბადების თარიღი 18 დეკემბერი, 1975 (1975-12-18) (48 წლის)
ადელაიდა, სამხრეთი ავსტრალია, ავსტრალია
საქმიანობა
  • მომღერალი-სიმღერების ავტორი
  • მუსიკალური ვიდეოების რეჟისორი
აქტიური 1993–დღემდე
ჟანრ(ებ)ი
ლეიბლ(ებ)ი
ასოციაციები Crisp, დავიდ გეტა
საიტი siamusic.net

სია კეიტ იზობელ ფერლერი (/ˈsə/; დ. 18 დეკემბერი, 1975) — ავსტრალიელი მომღერალი და სიმღერების ავტორი[1], მუსიკალური პროდიუსერი და მუსიკალური ვიდეოების რეჟისორი. კარიერა დაიწყო ადელაიდაში, ეისიდ-ჯაზურ ჯგუფ Crisp-ში, 1990-იანებში. 1997 წელს, ჯგუფის დაშლის შემდეგ, ავსტრალიაში გამოსცა სადებიუტო სტუდიური ალბომი OnlySee. მოგვიანებით საცხოვრებლად გადავიდა ლონდონში, სადაც მღეროდა Zero 7-ში.

2000 წელს გააფორმა კონტრაქტი Sony Music-ის ლეიბლ Dance Pool-ზე და შემდეგ წელს გამოსცა მეორე სტუდიური ალბომი Healing Is Difficult. ალბომის უმნიშვნელო პრომო-კამპანიით უკმაყოფილო სიამ კონტრაქტი გააფორმა Go! Beat-თან და 2004 წელს გამოსცა მესამე სტუდიური დისკი Colour the Small One. მეინსტრიმული მსმენელის მოზიდვის სირთულის გამო, მომღერალი 2005 წელს ნიუ-იორკში დასახლდა და აშშ-ში დაიწყო კონცერტების სერია. მეოთხე და მეხუთე ალბომები, Some People Have Real Problems და We Are Born, გამოვიდა 2008 და 2010 წელს. დაისვენა რა საკუთარი შემოქმედებისგან, მან ყურადღება გაამახვილა სხვა შემსრულებლებისთვის მასალის შექმნაზე. ასეთებია „Titanium“ (დავიდ გეტასთან), „Diamonds“ (რიანასთან) და „Wild Ones“ (Flo Rida-სთან).

2014 წელს გამოსცა მეექვსე სტუდიური ალბომი 1000 Forms of Fear, რომელიც უმალვე მოხვდა აშშ-ის Billboard 200-ის #1 პოზიციაზე. ათეულში მოხვდა ალბომის სინგლიც, „Chandelier“. აგრეთვე გამოვიდა სამი მუსიკალური ვიდეო, მოცეკვავე მედი ზიგლერის მონაწილეობით. 2016 წელს გამოიცა მუსიკოსის მეშვიდე ალბომი This Is Acting, რომლის სინგლი „Cheap Thrills“ ცხელ ასეულში მოხვდა. იმავე წელს გაიმართა მუსიკოსის ტურნე Nostalgic for the Present, საშემსრულებლო ხელოვნების ელემენტებით.

სიას მიღებული აქვს მთელი რიგი ჯილდოების და ნომინაციების, მათ შორის ARIA-სგან და MTV-ის მუსიკალური ვიდეოების ჯილდო.[2]

დისკოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტურნეები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. „Singer-songwriter Sia snags first No. 1 on U.S. Billboard chart“. Reuters. 16 July 2014. ციტირების თარიღი: 26 May 2017.
  2. Chet Faker and Violent Soholead 2014 ARIA nominations. fasterlouder. ციტირების თარიღი: 5 November 2014.[მკვდარი ბმული]