სიაოხერუი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
სიაოხერუი
《孝和睿皇后朝服像》.jpg
ჩინეთის იმპერატორის მეუღლე
მმართ. დასაწყისი: 27 მაისი, 1801
მმართ. დასასრული: 2 სექტემბერი, 1820
წინამორბედი: სიაოშურუი
მემკვიდრე: სიაოშენჩენგი
ჩინეთის იმპერატორის ქვრივი
მმართ. დასაწყისი: 2 სექტემბერი, 1820
მმართ. დასასრული: 23 იანვარი, 1850
წინამორბედი: სიაოშენგსიანი
მემკვიდრე: სიაოჯინგჩენგი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 20 ნოემბერი, 1776
გარდ. თარიღი: 23 იანვარი, 1850, (73 წლის)
მეუღლე: ჯიაცინგი
შვილები: ჩვიდმეტი ქალიშვილი
პრინცი მიანკაი
პრინცი მიანსინი
დინასტია: ცინი (ქორწინებით)
მამა: გიუნგალა
დედა: იეხე ნარა

იმპერატორის მეუღლე სიაოხერუი (ჩინ. 孝和睿皇后; დ. 20 ნოემბერი, 1776 — გ. 23 იანვარი, 1850, აკრძალული ქალაქი) — ჩინელი არისტოკრატი და ნიოხურუს კლანის წარმომადგენელი. ჩინეთის იმპერატორ ჯიაცინგის მეუღლე 1790 წლიდან, მისი ოფიციალური კონსორტი 1801-1820 წლებში და მისი ქვრივი 1820-1850 წლებში.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სიაოხერუი დაიბადა 1776 წლის 20 ნოემბერს, ჩინეთში. მისი დაბადების სახელი უცნობია. იგი იყო ნიოხურუს კლანის წარმომადგენელ გიუნგალასა და მისი ცოლის, იეხე ნარას მეორე შვილი და პირველი ქალიშვილი. მას ერთი უფროსი ძმა, ორი უმცროსი ძმა და ორი უმცროსი და ჰყავდა. მამამისი პირველი რანკის წარჩინებული იყო და სხვადასხვა პერიოდში ეკავა ომის, შინაგან საქმეთა და რიტუალების მინისტრის თანამდებობა.

მაღალი წარმომავლობის გამო იგი აკრძალულ ქალაქში, საიმპერატორო კარზე იზრდებოდა, სადაც ქალბატონი ნიოხურუს სახელით იყო ცნობილი.

1790 წელს იგი დაქორწინდა ჩინეთის იმპერატორ ციანლონგის მეთხუთმეტე ვაჟზე, პრინც იონგიანზე. ამის შემდეგ მას სიაოხერუი დაარქვეს, თუმცა ქმრისთვის იგი მეორე ცოლი იყო, რის გამოც თავდაპირველად მისი ოფიციალური კონსორტი არ ყოფილა. ქორწინებაში სიაოხერუიმ ჩვიდმეტი გოგონა და ორი ვაჟი გააჩინა. 1795 წლის აგვისტოში მან პრინცი მიანკაი გააჩინა.

1797 წლის 5 მარტს, მძიმედ დასნეულებული იმპერატორის პრველი ცოლი, სიაოშურუი გარდაიცვალა, რითაც სიაოხერუი მისი ჰარემის მმართველი და დე ფაქტო კონსორტი გახდა. იმპერატორ ჯიანცინგს მაშინვე უნდოდა მისი ოფიციალურ კონსორტად გამოცხდება, მაგრამ პირველი ცოლის დაღუპვის შემდგომი სამგლოვიარო პერიოდის გადასვლას დაუცადა. საბოლოოდ, 1801 წლის 27 მაისს, იმპერატორმა სიაოხერუი თავის ოფიციალურ კონსორტად გამოაცხადა.

1805 წლის 9 მარტს, სიაოხერუიმ იმპერატორის მეოთხე ვაჟი, პრინცი მიანსინი გააჩინა.

1820 წლის 2 სექტემბერს ჯიაცინგი გარდაიცვალა, რის გამოც ტახტი სიაოხერუის გერმა, იმპერატორმა დაოგუანგმა დაიკავა, რომელმაც მას იმპერატორის ქვრივის ოფიციალური წოდება მიანიჭა. ამ პერიოდში დაოგუანგი ჩენგდეს პროვინციაში იყო წასული, რითაც სიაოხერუიმ ისარგებლა და ტახტზე თავისი უფროსი ვაჟის დასმა სცადა, თუმცა წარუმატებლად, რამაც იმპერატორის განაწყენება გამოიწვია. ამის გამო სიაოხერუი აკრძალული ქალაქის განაპირა სასახლეში გადაიყვანეს, რაც მისთვის დამამცირებელი იყო.

1836 წელს, 60 წლის იუბილეზე იმპერატორმა მას საიმპერატორო კარზე რელიგიური რიტუალების ორგანიზატორად დანიშნა. ამის შემდეგ მასა და იმპერატორს შორის ძველი წყენა გაქრა და იგი კვლავ სასახლის ცენტრალურ ნაწილში გადავიდა საცხოვრებლად.

1838 წელს, სიაოხერუი და იმპერატორი დაოგუანგი ცამეტდღიან სამოგზაურო ტურში წავიდნენ, რა დროსაც ინახულეს დასავლეთ ცინის სამარხები.

სიაოხერუი გარდაიცვალა 1850 წლის 23 იანვარს აკრძალულ ქალაქში, 73 წლის ასაკში. იგი დაკრძალეს დასავლეთ ცინის სამარხში, ჩანგის მავზოლეუმის მახლობლად.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • 清宮檔案 [Imperial Archives of the Qing Palace] (in Chinese).
  • 清皇室四譜 [Imperial Genealogy of the Qing Imperial Clan] (in Chinese).
  • 清宣宗實錄 [Veritable Records of Emperor Xuanzong of Qing] (in Chinese).
  • Wan, Yi; Shuqing, Wang; Yanzhen, Lu; Scott, Rosemary E. (1988). Daily Life in the Forbidden City: The Qing Dynasty, 1644-1912 (Illustrated ed.). Viking. ISBN 0670811645.
  • Wei, Betty Peh-T'i (2006). Ruan Yuan, 1764-1849: The Life and Work of a Major Scholar-Official in Nineteenth-Century China Before the Opium War. Hong Kong University Press. p. 272. ISBN 962-209-785-5.
  • Weng, Tonghe (1998). 翁同龢日記 [Weng Tonghe's Diary] (Reprint ed.). 中华书局 [Zhonghua Publishing House]. ISBN 7101014682.
  • Zhao, Erxun (1928). Draft History of Qing (Qing Shi Gao) (in Chinese).