სიაოშენგსიანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სიაოშენგსიანი
ჩინეთის იმპერატორის ქვრივი
მმართ. დასაწყისი: 8 ოქტომბერი, 1735
მმართ. დასასრული: 2 მარტი, 1777
წინამორბედი: სიაოგონგრენი
მემკვიდრე: სიაოხერუი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 12 იანვარი, 1692
გარდ. თარიღი: 2 მარტი, 1777, (85 წლის)
მეუღლე: იონგჟენგი
დინასტია: ნიოხურუ (დაბადებით)
ცინი (ქორწინებით)
მამა: ნიუხურუ იუანდაო
დედა: თათარა მეისიანი

იმპერატორის მეუღლე სიაოშენგსიანი (ჩინ.: 孝聖憲皇后; დ. 12 იანვარი, 1692 — გ. 2 მარტი, 1777) — ჩინელი არისტოკრატი და ნიოხურუს კლანის წარმომადგენელი. ჩინეთის იმპერატორ იონგჟენგის მეუღლე 1704 წლიდან და მისი ოფიციალური ქვრივი 1745-1777 წლებში.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სიაოშენგსიანი დაიბადა 1692 წლის 12 იანვარს. მას ეს სახელი მხოლოდ ქორწინების შემდეგ ეწოდა, მისი დაბადების სახელი კი უცნობია. იგი იყო მეოთხე კლასის სამხედრო ოფიცრისა და პირველი რანკის წარჩინებულის, ხიუხურუ იუანდაოსა და მისი მეუღლის, თათარა მეისიანის ერთადერთი ქალიშვილი. აღსანიშნავია, რომ მას ოთხი ძმა ჰყავდა.

1704 წელს იგი ჩინეთის იმპერატორ კანგსის მეოთხე ვაჟის, იონგჟენგის მეორე ცოლი გახდა, რის გამოც მისი ოფიციალური კონსორტი არასდროს ყოფილა. აღსანიშნავია, რომ იგი ქმარზე 14 წლით უმცროსი იყო და ქორწინებამდე, მისი საყვარელიც იყო. 1711 წლის 25 სექტემბერს მან ახალგაზრდა იმპერატორს ვაჟი, პრინცი ციანლონგი გაუჩინა, რომელიც შემდეგში იმპერატორი გახდა.

1722 წლის 20 დეკემბერს იმპერატორი კანგსი გარდაიცვალა, რის შემდეგაც ტახტზე სიაოშენგსიანის მეუღლე, იონგჟენგი ავიდა. 1723 წლის 28 მარტს მას „იმპერატორის კეთილშობილი მეუღლის“ წოდება მიენიჭა, თუმცა იმპერიული კონსორტის ოფიციალური წოდება იონგჟენგის პირველ ცოლს, სიაოჯინგსიანს ეკავა, რომელიც 1731 წლის 29 ოქტომბერს გარდაიცვალა, მაგრამ სიაოშენგსიანი კონსორტი მაინც ვერ გახდა. ამის მიუხედავად, იგი განაგებდა იმპერატორის ჰარამხანას, რაც დიდი პატივი იყო. ამით იგი ფაქტობრივად დე ფაქტო კონსორტად აქცია.

1735 წლის 8 ოქტომბერს იმპერატორი იონგჟენგი გარდაიცვალა, რის შემდეგაც ტახტი სიაოშენგსიანის ვაჟმა, იმპერატორმა ციანლონგმა დაიკავა, რომელმაც მას საბოლოოდ მიანიჭა განსვენებული იმპერატორის კონსორტის, ანუ იმპერატორის ქვრივის წოდება.

იმპერატორი ციანლონგი დედას დიდ პატივს სცემდა და მას ხშირად მიმართავდა კონსულტაციისთვის. ამის გამო, იგი სიაოშენგსიანს ხშირად სტუმრობდა. იმპერატორის ქვრივი თან ახლდა თავის ვაჟს შენგიანსა და მდინარე იანგძის ხეობაში მოგზაურობისას. როდესაც სიაოშენგსიანი მოხუცდა და მგზავრობა აღარ შეეძლო, იმპერატორმა მის პატივსაცემად თავადაც შეწყვიტა მოგზაურობები და მხოლოდ მისი გარდაცვალების შემდეგ განაახლა.

ციანლონგმა დედის 60 წლის იუბილე საოცრად აღნიშნა. მის პატივსაცემად მოირთო დედაქალაქის ქუჩები და ღმერთებს მსხვერპლიც კი შესწირეს. ასევე მის პატივსაცემად, იმპერატორის ბრძანებით რიპლეს ტბის ნაპირას დიდი სასახლე ააგეს, რომელსაც კუნმინგი ეწოდა.

სიაოშენგსიანი გარდაიცვალა 1777 წლის 2 მარტს, 85 წლის ასაკში. იგი დაკრძალეს დასავლეთ ცინის მავზოლეუმში, განსვენებული მეუღლის გვერდით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Ho, Chuimei; Bronson, Bennet (2004). Splendors of China's Forbidden City: The Glorious Reign of Emperor Qianlong (Illustrated ed.). Merrell. ISBN 1858942039.
  • Rawski, Evelyn S. (1998). The Last Emperors: A Social History of Qing Imperial Institutions (Reprint ed.). University of California Press. ISBN 052092679X.
  • Rawski, Evelyn S.; Rawson, Jessica (2006). China: The Three Emperors 1662-1795. Harry N. Abrams. ISBN 1903973694.
  • Wan, Yi; Shuqing, Wang; Yanzhen, Lu; Scott, Rosemary E. (1988). Daily Life in the Forbidden City: The Qing Dynasty, 1644-1912 (Illustrated ed.). Viking. ISBN 0670811645.
  • Zhao, Erxun (1928). Draft History of Qing (Qing Shi Gao) (in Chinese).