სიანის დოლის კოშკი
| სიანის დოლის კოშკი | |
|---|---|
| 西安鼓楼 | |
|
| |
| ზოგადი ინფორმაცია | |
| ქვეყანა | ჩინეთი |
| ქალაქი | სიანი |
| კოორდინატები | 34°15′42″ ჩ. გ. 108°56′20″ ა. გ. / 34.2617889° ჩ. გ. 108.9389306° ა. გ. |
| გაიხსნა | 1380 |
| სიმაღლე | 34 |
![]() | |
სიანის დოლის კოშკი (ჩინ.: 西安鼓楼) — ისტორიული შენობა-ნაგებობა, რომელიც მდებარეობს ქალაქი სიანის შუაგულში, შა'ანსის პროვინციის დედაქალაქში, ჩრდილო-დასავლეთ ჩინეთში. პეკინის დოლის კოშკისა და სამრეკლოს მსგავსად, ეს კოშკიც სიანის სამრეკლოსთან ერთად ქალაქის სიმბოლოა.[1][2] აღიმართა 1380 წელს მინგის დინასტიის ადრეულ პერიოდში, ხონგვუს მმართველობისას. დგას ქალაქის ცენტრის თავზე. დოლის კოშკი სიანის უპირატესად მუსლიმებით დასახლებულ რაიონში მდებარეობს, რომელიც ცნობილია როგორც დოლის კოშკის მუსლიმური რაიონი.[3]
კოშკმა სახელი შენობაში განთავსებული უზარმაზარი დოლის გამო მიიღო. სამრეკლოსგან განსხვავებით, სადაც ზარს გამთენიისას რეკავდნენ, დოლი მზის ჩასვლისას, დღის დასასრულის აღსანიშნავად ირეკებოდა.
კოშკის პირველ სართულზე მდებარეობს დარბაზი, რომელშიც ბევრი დიდი დოლი ჰკიდია. თითოეული მათგანი მორთულია თავისი შიდა ჩინური წარწერით, რაც იღბალს განასახიერებს. დოლების შთამბეჭდავი ნაკრები მხოლოდ გამოფენილია და ვიზიტორებს არ აქვთ უფლება, შეეხონ მათ. თუმცა, შესასვლელთან ახლოს არის დამატებითი დოლი, სადაც ვიზიტორებს შეუძლიათ მცირე საფასურის სანაცვლოდ ფოტოების გადაღება.
კოშკის შიგნით ასევე განთავსებულია დოლების მუზეუმი, სადაც გამოფენილია სხვადასხვა სახის დოლი, რომელთაგან ზოგიერთი ათასობით წლით არის დათარიღებული. ყოველდღიურად იმართება დოლების შოუ. კოშკის წვერიდან ქალაქის პანორამული ხედი იშლება.
გალერეა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]-
დოლის კოშკი აღმოსავლეთიდან
-
დოლის კოშკი ღამით
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- სიანის სამრეკლო
- სიანის გიგანტური გარეული ბატების პაგოდა
- ნანკინის დოლის კოშკი, ასევე ხონგვუს ეპოქაში აშენებული კოშკი
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Mazzeo, Rocco; Cam, Darinn; Chiavari, Giuseppe; Fabbri, Daniele; Ling, He; Prati, Silvia (2004-07-01). „Analytical study of traditional decorative materials and techniques used in Ming Dynasty wooden architecture. The case of the Drum Tower in Xi'an, P.R. of China“. Journal of Cultural Heritage. 5 (3): 273–283. doi:10.1016/j.culher.2004.06.001. ISSN 1296-2074.
- ↑ Fludd, Derrick (2016-04-23). Xi'an (en). Global Image Books, გვ. 9–14.
- ↑ Zhai, Binqing; Ng, Mee Kam (2013-12-01). „Urban regeneration and social capital in China: A case study of the Drum Tower Muslim District in Xi'an“. Cities. 35: 14–25. doi:10.1016/j.cities.2013.05.003. ISSN 0264-2751.
