სიამინი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სიამინი

სიამინი, ამოი — ქალაქი სამხრეთ-აღმოსავლეთ ჩინეთში, ფუძიანის პროვინციაში, კუნძულ სიამინზე, ტაივანის სრუტის სანაპიროსთან. ქალაქში არის ნავსადგური და რკინიგზის ბოლო სადგური. კონტინენტთან დაკავშირებულია ჯებირით ( 5 კმ). სიამინი ჩინეთის დიდი სავაჭრო და თევზსაჭერი ცენტრია. ქალაქში განვითარებულია მანქანათმშენებლობა, კვების, ქიმიური, რეზინისა და მინის მრეწველობა. არის უნივერსიტეტი. მოსახლეობა 2,49 მლნ ადამიანია 2009 წლის მდგომარეობით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]