სიალკოტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დასახლებული პუნქტი
სიალკოტი
ურდუ سیالکوٹ‎ ‎
პენჯაბი سیالکوٹ

სიალკოტის კარიბჭე
ქვეყანა პაკისტანის დროშა პაკისტანი
პროვინცია პენჯაბი
კოორდინატები 32°29′33″ ჩ. გ. 72°31′52″ ა. გ. / 32.49250° ჩ. გ. 72.53111° ა. გ. / 32.49250; 72.53111
მერი ტოხიდ ახტარ ჩაუდჰარი
ადრეული სახელები საკალა
ფართობი 3,016 კმ²
ცენტრის სიმაღლე 256
სალაპარაკო ენები ურდუ, ინგლისური
მოსახლეობა 920000 კაცი (2016)
სასაათო სარტყელი UTC+5:00
სატელეფონო კოდი +92 52
საფოსტო ინდექსი 51310
ოფიციალური საიტი http://www.mcsialkot.lgpunjab.org.pk/
სიალკოტი — პაკისტანი
სიალკოტი

სიალკოტი (ურდუ سیالکوٹ‎, ინგლ. Sialkot, -პენჯ. سیالکوٹ) —ქალაქი, რომელიც მდებარეობს პაკისტანის პენჯაბის პროვინციის ჩრდილო-აღმოსავლეთით, ქაშმირის თოვლიანი მწვერვალების ძირში, მდინარე ჩინაბის გვერდით. სიალკოტის ოლქის დედაქალაქი. ქალაქი მდებარეობს პროვინციის დედაქალაქ ლაჰორიდან ჩრდილო -დასავლეთით 125 კილომეტრში, ინდოეთთან საზღვრიდან რამდენიმე კილომეტრში. სიალკოტის ისტორია დაახლოებით ათას წელს ითვლის. ქალაქი დაარსების დღიდან გადადიოდა ინდოელების, ბუდისტების, სპარსელების, ბერძნების, ავღანელების, თურქების, სიქების, ბრიტანელების და პაკისტანელების ხელში.[1][2][3][4]

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქალაქ სიალკოტის წარმოშობის შესახებ მრავალი თეორია არსებობს, მაგრამ მათი ნამდვილობა  დადასტურებული არ არის. გათხრების შედეგად ნაპოვნია ძველი ბერძნული მონეტები, ძველი ზოროასტრიული ტაძრები და ბუდისტური სტუპები.  სიალკოტის სიძველეების შესახებ თავის არქეოლოგიურ ნაშრომებში წერდა სერ ალექსანდრ კანინგემი.[5][6][7][8]

ვედური და მითოლოგიური წერილების თანახმად, სიალკოტი დააარსეს რაჯა- სულამ, მადრადესას იმპერატორმა, მისმა ძმამ მადრიმ, მისმა მეორე ცოლმა და დედამ. ის იყო პანდუს ბიძა, რომლის გმირობები აღწერილია ეპიკურ მაჰაბჰარატაში. მაჰაბჰარტას პერიოდში ქალაქს ეწოდებოდა საკალა ან საგალა. რაჯა-სულას გარდაცვალების შემდეგ (დაახლოებით 5000 წლის წინ), არსებობდა ტრადიცია, რომ დინასტია უნდა გაგრძელებულიყო 1500 წელი. საკალა (სიალკოტი) იყო მადრას დედაქალაქი (ბრიჰადარანიაკა უპანიშად). იმ წლებში სიალკოტი დაფარული იყო ხშირი ტყეებით და დასახლებული იყო მესაქონლეებით.

მილინდაპანჰას თანახმად,  ძველი წელთაღრიცხვით დაახლოებით 100 წელს  სიალკოტში მოხდა ფილოსოფიური დავა მილინდას (ინდო-ბერძენი მეფე მენანდრე I) და ბუდისტ ბერ, არჰატ ნაგასენას შორის.[9][10][11]

ეკონომიკა და მრეწველობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სიალკოტის საათის კოშკი
სიალკოტის საერთაშორისო აეროპორტი

სიალკოტი  პენჯაბში სიდიდით მესამე ეკონომიკური ცენტრი  ლაჰორისა და ფეისალაბადის შემდეგ. პაკისტანის სახელმწიფო ბანკის და  საექსპორტო ბიუროს  ფილიალები სიალკოტში მდებარეობს. კარაჩის შემდეგ, სიალკოტი სიდიდით მეორეა  ექსპორტისგან მიღებული  შემოსავლების და  უცხოელი მუშახელისგან ფულადი გზავნილების თვალსაზრისით. ბოლო რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში, ქალაქის მწარმოებლებსა და ექსპორტიორებს არაერთხელ მიენიჭათ ყოველწლიური ეროვნული ექსპორტის პრემია  პაკისტანის ვაჭრობისა და მრეწველობის ფედერაციის მიერ. სიალკოტს აქვს სამრეწველო უძრავი ქონება და თავისუფალი სავაჭრო ზონა. კიდევ ერთი თავისუფალი სავაჭრო ზონის შექმნა იგეგმება სიალკოტ-ლაჰორის მაგისტრალის გასწვრივ.[12]

ქალაქის ერთ-ერთი მეჩეთი

სიალკოტის ინდუსტრიალიზაციის ისტორია ძალიან ძველია. მოგოლთა ხანაში დამასკოელი ხელოსნები განთქმულნი იყვნენ ბასრი ხმლებისა და ხანჯლების წარმოებით. ქაღალდის წარმოება მოდის ქვეყანაში დიდ მოგოლთა იმპერიის პერიოდიდან. ადგილობრივი მოსახლეობა  ისტორიულად განთქმულია აგურის დამზადებით. სამხრეთ აზიის ქვეყნების უმეტესობა იყენებდა სიალკოტის აგურს  ციხეების, სიმაგრეების, ძეგლების, საზოგადოებრივი დაწესებულებების, ინფრასტრუქტურის და ა.შ. ასაშენებლად.

ინდუსტრიამ აყვავება დაიწყო 1895 წელს, როდესაც ქალაქი ცნობილი გახდა ჩოგბურთის ჩოგნების წარმოებით. 1903 წელს ინგლისური ტირიფისგან კრიკეტის ჯოხები გაკეთდა და ექსპორტირებული იქნა სამხრეთ აზიის გარეთ. 1922 წელს ადგილობრივ მწარმოებელს გადაეცა ბრიტანეთის იმპერიის ექსპორტის ჯილდო ბრიტანული არმიის ფეხბურთის ბურთებით მომარაგებისათვის.[13][14]

წლების განმავლობაში, სიალკოტის ინდუსტრია გაიზარდა. იწარმეობოდა კრიკეტისა და ფრენბურთის ბურთები, ჰოკეის ჯოხები, სარეკრეაციო სათევზაო აღჭურვილობა, სპორტული ტანსაცმელი, საცხენოსნო აღჭურვილობა და შოტლანდიური გუდასტვირებიც კი.

ყველაზე ცნობილ მწარმოებელ კომპანიებს  საერთაშორისო კავშირები გააჩნიათ ისეთ პოპულარულ სპორტულ ბრენდებთან, როგორებიცაა: Adidas (გერმანია), Puma (გერმანია), Nexo Sports (კანადა), Nike (აშშ), დიტა (დიდი ბრიტანეთი), Mikasa Sports (იაპონია) და Slazenger (გაერთიანებული სამეფო) ). ბოლო პერიოდში მოდერნიზაციის არქონამ და ბრალდებებმა ბავშვთა შრომის გამოყენების გამო, გამოიწვია ბაზრის წილის დაკარგვა. სიალკოტის სავაჭრო -სამრეწველო პალატა გაეროსთან თანამშრომლობით კონტროლს უწევს ინდუსტრიაში ბავშვთა შრომის გამოყენების თითქმის ყველა შემთხვევას. კომპანიების უმეტესობამ მიიღო ISO სტანდარტები.

გეოგრაფია და კლიმატი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქალაქი მდებარეობს ზღვის დონიდან 256 მ სიმაღლეზე. სიალკოტი ესაზღვრება ჯამუს ჩრდილოეთით, გუჯრანვალას დასავლეთით და ნაროვალს სამხრეთით. მდინარე ჩინაბი მიედინება ქალაქის ჩრდილოეთით.

სიალკოტისთვის დამახასიათებელია ნოტიო სუბტროპიკული კლიმატი კიოპენის კლიმატის კლასიფიკაციის მიხედვით. სიალკოტში ცივი ზამთარი და ნოტიო ცხელი ზაფხულია. ყველაზე ცხელი თვეებია მაისი და ივნისი. ზამთარში ჰაერის ტემპერატურა შეიძლება 0 ° C- მდე დაეცეს. მიწა თანაბარი და ნაყოფიერია. წვიმის უმეტესობა მოდის ზაფხულში მუსონური სეზონის დროს, რის შედეგადაც ხშირია  წყალდიდობები. სიალკოტს აქვს თითქმის ყველაზე თანამედროვე ამინდის სადგური და წყალდიდობის გამაფრთხილებელი ცენტრი. ეს საშუალებები აღჭურვილია მონაცემების ჩაწერისა და გადაცემის მოწყობილობებით და რადარით.[15]

სიალკოტის კლიმატი
მაჩვენებლებ. იანვ. თებ მარტ. აპრ. მაის. ივნ. ივლ. აგვ. სექტ.. ოქტт. ნოემბ. დეკ. წელ.
საშუალო მაქსიმიმი, °C 18 21 26 33 39 40 35 33 34 32 26 20 29
საშუალო მინიმუმ. °C 5 8 12 18 23 26 26 25 23 17 10 5 16
ნალექების ნორმა, მმ. 41 40 44 21 17 68 271 256 132 14 11 21 936

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. "MC Sialkot: Administrative Setup" დაარქივებული 2018-04-28 საიტზე Wayback Machine. . Local Government Punjab. Retrieved 27 April 2018.
  2. "POPULATION AND HOUSEHOLD DETAIL FROM BLOCK TO DISTRICT LEVEL: PUNJAB (SIALKOT DISTRICT)" (PDF). Pakistan Bureau of Statistics 3 January 2018. Retrieved 27 April 2018.
  3. "Pakistan: Provinces and Major Cities – Population Statistics, Maps, Charts, Weather and Web Information". www.citypopulation.de.
  4. "Pakistan City & Town Population List". Tageo.com website. Retrieved 29 September 2017.
  5. Abdul Majeed Abid (28 December 2015). "Pakistan's Greek connection" დაარქივებული 2017-03-18 საიტზე Wayback Machine. . The Nation. Retrieved 17 March2017.
  6. al-Harawī, Niʻmatallāh (1829). History of the Afghans. Oriental Translation-Fund.
  7. Khan, Ahmad Nabi (1977). Iqbal Manzil, Sialkot: An Introduction. Department of Archaeology & Museums, Government of Pakistan.
  8. Wilson, Horace Hayman; Masson, Charles (1841). Ariana Antiqua: A Descriptive Account of the Antiquities and Coins of Afghanistan. East India Company.
  9. McEvilley, Thomas (2012). The Shape of Ancient Thought: Comparative Studies in Greek and Indian Philosophies. Skyhorse Publishing. Skyhorse Publishing. ISBN 9781581159332. Retrieved 2 June 2017.
  10. Khan, Refaqat Ali (1976). The Kachhwahas under Akbar and Jahangir. Kitab Pub. House.
  11. Davids, Thomas William Rhys (1894). The Questions of King Milinda. Clarendon Press.
  12. "Sialkot vital economic, industrial hub of country". www.thenews.com.pk. 10 October 2020. Retrieved 29 October 2020.
  13. Ghani, Faras. "The Story of Football". Al Jazeera. Retrieved 11 October 2017.
  14. "One City in Pakistan Makes Nearly Half of the World's Soccer Balls"[მკვდარი ბმული]. 2 July 2014.
  15. "Sialkot Climate Normals 1971–1990"[მკვდარი ბმული]. National Oceanic and Atmospheric Administration. Retrieved 16 January 2013.