შინაარსზე გადასვლა

სვრატკა (მდინარე)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სვრატკა

სვრატკა ძველ ბრნოში
ქვეყანა ჩეხეთის დროშა ჩეხეთი
ტერიტორიული ერთეულები ვისოჩინის მხარე, სამხრეთ მორავიის მხარე
ქალაქები ბრნო, ტიშნოვი, სვრატკა
სათავე ზაკოვა-ჰორა
48°54′16″ ჩ. გ. 16°36′44″ ა. გ. / 48.90444° ჩ. გ. 16.61222° ა. გ. / 48.90444; 16.61222
შესართავი ვესტონიცეს წყალსაცავი
სიგრძე 173,9 კმ კმ
აუზის ფართობი 7 112,79 კმ²
მდინარის სისტემა დიემორავადუნაიშავი ზღვა
სვრატკა ვიკისაწყობში

სვრატკა (ჩეხ. Svratka) — მდინარე სამხრეთ-აღმოსავლეთ ჩეხეთში, მდინარე დიეს მარცხენა შენაკადი. სათავეს იღებს ჟდიარის მთებში, მთა ზაკოვა-ჰორის მახლობლად, სოფელ ციკჰაის მიდამოებში. მდინარის სათავე ზღვის დონიდან 771,9 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს. სვრატკა ერთვის მდინარე დიეზე არსებულ ვესტონიცეს წყალსაცავს, ზღვის დონიდან 162,9 მეტრ სიმაღლეზე. მდინარის მნიშვნელოვანი ნაწილი ისტორიული ბოჰემიისა და მორავიის საზღვარს ჰქმნის.[1]

სვრატკისა და სვიტავის შესართავი

სვრატკას სახელწოდების წარმოშობასთან დაკავშირებით რამდენიმე თეორია არსებობს. პირველი თეორია ეფუძნება ძველ ჩეხურ სიტყვა „სვორტის“, რაც მდინარის მეანდრირებას, დაკლაკნვას ნიშნავს. ასევე შესაძლებელია სიტყვა გერმანული წარმოშობის იყოს და „შვარცა“-ს, ანუ შავს ნიშნავდეს. დღეს ადგილობრივებში ხშირად მოისმენთ მდინარის გერმანულ სახელ „შვარცავას“.[2]

მნიშვნელოვანი შენაკადები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მდინარე სვრატკის ყველაზე მნიშვნელოვანი შენაკადები:[3]

ნომერი მდინარე სიგრძე (კმ) აუზის ფართობი
(კმ²)
1. ფრიშავკა 22,0 66,8
2. ბისტრჟიცე 26,2 62,0
3. ჰოდონინკა 24,0 67,9
4. ნედვედიჩკა 28,5 84,3
5. ლოუჩკა 60,0 389,7
6. ბესენეკი 17,7 51,0
7. ლუბე 24,2 65,0
8. ბილი-პოტოკი 33,9 113,7
9. სვიტავა 98,4 1149,4
10. ბობრავა 35,2 187,2
11. ლიტავა 58,3 789,8
12. იჰლავა 184,5 3117,0

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Základní charakteristiky toku Svratka a jeho povodí cs. T. G. Masaryk Water Research Institute. ციტირების თარიღი: 2025-06-02
  2. Svoboda, Jiří. (2011-09-08) O původu názvů českých řek cs. ციტირების თარიღი: 2019-07-12
  3. Vodní toky cs. Evidence hlásných profilů. Czech Hydrometeorological Institute. ციტირების თარიღი: 2024-10-18