სვიშტოვის წმინდა სამების ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
წმინდა სამების ეკლესია

წმინდა სამების ეკლესია (ბულგ. Църква „Света Троица“) — XIX საუკუნის ბულგარული მართლმადიდებლური ეკლესია ჩრდილოეთ ბულგარეთის ქალაქ სვიშტოვში; გვიანდელი ბულგარეთის ეროვნული აღორძინების ეკლესიური არქიტექტურის ერთ-ერთი უნატიფესი ნიმუში.

იმ პერიოდის ბულგარეთის განთქმული არქიტექტორი ნიკოლა ფიჩევის პროექტის ეკლესია, აგებული ქალაქის უმაღლეს ბორცვზე, 1867 წლის 19 სექტემბერს გაიხსნა. სამნავიანი ეკლესიას ცენტრალური გუმბათი და მოგრძო 30 მ სიგრძის ძირითადი კარკასი აქვს ვიწრო, მაღალი სვეტებითა და სამი მცირე გუმბათით. ფასადის დიზაინი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ფიჩევმა დაარღვია მართლმადიდებლური არქიტექტურის კანონი მთელი აღმოსავლეთის ფასადზე უზარმაზარი ტალღოვანი აფსიდის შექმნით.

16 მ სიგრძისა და 10 მ სიმაღლის იკონოსტასი შექმნა ანტონ პეშევმა დებარიდან 1870-72 წლებში, ხოლო მასზე მოთავსებული 73 ხატი დაწერა ნიკოლაი პავლოვიჩმა, ადგილობრივმა ხელოსანმა. სამრეკლო, სტილისტურად დასავლურ-ევროპული არქიტექტურის, დაემატა 1883-86 წლებში გენჩო ნოვაკოვის პროექტით.

რამდენიმე მნიშვნელოვან ფიგურას, მათ შორის ბულგარეთის პირველ ეგზარხოს ანტიმ I (1872), ტარნოვის მიტროპოლიტ ილარიონ მაკარიოპოლსკის (1872) და ტარნოვოს ეპარქიალურ მიტროპოლიტ ეპისკოპოს კლემენტს (1889) ეკლესიაში ღვთისმსახურება ჩაუტარებით. 1877 წლის 28 ივნისს აქ სტუმრად მყოფმა რუსეთის იმპერატორმა ალექსანდრე II-მ ეკლესიას სამი ზარი აჩუქა სამრეკლოსთვის.

1977 წლის 4 მარტს სამების ეკლესია მიწისძვრამ მნიშვნელოვნად დააზიანა, თუმცა მოგვიანებით იგი აღადგინეს და ამჟამად ტაძარი ეროვნულ კულტურულ ძეგლთა სიაშია.