სვიმონ გამსახურდია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

სვიმონ გამსახურდია (დ. 1929, თბილისი; გ. 2006) — ქართველი ისტორიკოსი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.

დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.

იყო სულხან–საბა ორბელიანის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საქართველოს ისტორიის კათედრის გამგე. უმაღლესი სკოლის დამსახურებული მუშაკი.

სადისერტაციო თემა — „სწავლა–განათლება ძველ საქართველოში, უძველესი დროიდან XIX საუკუნემდე“.

მიღებული აქვს ღირსების ორდენი და იაკობ გოგებაშვილის სახელობის პრემია.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]