სვიმონის ხატი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

სვიმონის ხატიეკლესია, არქიტექტურული ძეგლი თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბეწენწურების სამხრეთით, 0,5 კილომეტრზე, სკინტლიანთ გორაზე. განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს. ეკლესია დარბაზულია (4,7 x 3,45 მეტრი), უაფსიდო. ნაგებია რიყის ქვით. ძლიერ დაზიანებულია: დანგრეულია შენობის კედლების უმეტესი ნაწილი, ჩამონგრეულია გადახურვა. სამხრეთ კედლის დასავლეთ ნაწილში შესასვლელია, აღმოსავლეთ კედლის ღერძზე — სწორკუთხა სარკმელი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]