შინაარსზე გადასვლა

სვეტლა-ნად-საზავოუ

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ქალაქი
სვეტლა-ნად-საზავოუ
ჩეხ. Světlá nad Sázavou
დროშა გერბი

ქვეყანა ჩეხეთის დროშა ჩეხეთი
მხარე ვისოჩინის მხარე
შიდა დაყოფა ბენეტიცე[1] , Dolní Březinka[1] , Dolní Dlužiny[1] , Horní Březinka[1] , Horní Dlužiny[1] , Josefodol[1] , Q12029694?[1] , Leštinka[1] , Lipnička[1] , Mrzkovice[1] , Opatovice[1] , Radostovice[1] , Závidkovice[1] , Žebrákov[1] და Q56415970?
კოორდინატები 49°40′07″ ჩ. გ. 15°24′13″ ა. გ. / 49.66861° ჩ. გ. 15.40361° ა. გ. / 49.66861; 15.40361
მმართველი František Aubrecht[2]
პირველი ხსენება 1207
ფართობი 42,08 კმ²
ცენტრის სიმაღლე 400 მეტრი
მოსახლეობა 6 394 (1 იანვარი, 2025)[3]
საფოსტო ინდექსი 582 91[4]
საავტომობილო კოდი J
ოფიციალური საიტი https://www.svetlans.cz
სვეტლა-ნად-საზავოუ — ჩეხეთი
სვეტლა-ნად-საზავოუ

სვეტლა-ნად-საზავოუ (ჩეხ. Světlá nad Sázavou) — ქალაქი ჩეხეთის რესპუბლიკის ვისოჩინის მხარეში, ჰავლიჩკუვ-ბროდის რაიონში მდებარეობს. ქალაქში ქალთა დიდი კოლონია მდებარეობს და ჩეხეთში ამით არის ცნობილი.

ადმინისტრაციული ერთეულები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სვეტლა-ნად-საზავოუს მუნიციპალიტეტში ჯამში 15 ადმინისტრაციული ერთეულია.

სვეტლა-ნად-საზავოუ ქალაქ ჰავლიჩკუვ-ბროდიდან ჩრდილო-დასავლეთით, დაახლოებით 14 კილომეტრში მდებარეობს, ხოლო იიჰლავიდან 32 კილომეტრითაა დაცილებული. მუნიციპალიტეტი ზემო საზავის ბორცვებზეა, მისი უმაღლესი წერტილია ჟებრაკოვსკის გორა, რომლის სიმაღლე 601 მეტრია ზღვის დონიდან. ქალაქს ჰკვეთს მდინარე საზავა, რომელსაც საზავკას ღელე ერთვის ქალაქის აღმოსავლეთით. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რამდენიმე სათევზაო ტბორია მოწყობილი.

სვეტლა-ნად-საზავოუს ციხე
წმინდა ვაცლავის ეკლესია

სვეტლა ისტორიულ წყაროებში პირველად 1207 წელს არის მოხსენიებული. 1343 წელს პარდუბიცეს მთავარეპისკოპოსმა არნოშტმა ქალაქის ეკლესიას სამრევლო ეკლესიის სტატუსი უბოძა. 1385 წელს აქაური მამულები ალბერტ შტენბერკელმა შეიძინა, 1292 წელს კი გრაფმა შტეფან შტენბერკელმა პირველი ციხესიმაგრე ააგო. ქალაქის მახლობლად 1423 წელს ჰუსიტების რადიკალურმა ფრთამ ორებიტების სექტა ჩამოაყალიბეს, რომლებსაც თავდაპირველად „მცირე ტაბორიტები“ ეწოდებოდათ. 1424 წელს იან ჟიჟკას გარდაცვალების შემდეგ კი საკუთარ თავს „ობლებად“ მოიხსენიებდნენ.

1562 წელს იმპერატორმა ფერდინანდ I-მა სვეტლა პატარა ქალაქად გამოაცხადა. ქალაქს მან ყოველწლიური და ყოველკვირეული ბაზრობების ჩატარების ნებართვა მისცა.

XVII საუკუნეში სვეტლაში მინის წარმოება განვითარდა. 1867 წელს ქალაქში დაიწყეს რკინიგზის მშენებლობა. მეორე მსოფლიო ომის დროს ქალაქი მესამე რაიხის ერთ-ერთი სამხედრო ბაზა იყო[5]

ღირსშესანიშნაობები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქალაქის მთავარი ღირსშესანიშნაობა სვეტლა-ნად-საზავოუს ციხეა. პირველად აქ ციხესიმაგრე ლიპელმა ბურიან ტრსკამ 1567 წელს აღადგინა. დღეს ის ღიაა დამთვალიერებელთათვის და რამდენიმე ექსპოზიციის ნახვაა შესაძლებელი. მისი ნაწილი გამოიყენება სასტუმროდ.მასპინძლობს, ხოლო ციხის ნაწილი სასტუმროდ გამოიყენება. ციხის მიდამოებში 16 ჰექტარზე გაშენებულია ინგლისური ბაღი, რომელიც 1871 წელს დაარსდა.[6]

სვეტლა-ნად-საზავოუს მნიშვნელოვანი ნაგებობაა წმინდა ვაცლავის ეკლესია. თავდაპირველად ის გოტიკური ეკლესია იყო, რომელიც მოგვიანებით რენესანსისა და ბაროკოს სტილში აღადგინეს. მას არატიპიური კოშკი აქვს.

ქალაქის ებრაული სასაფლაო 1742 წელს დაარსდა და აქ ადამიანებს 1886 წლამდე კრძალავდნენ.

ცენტრალური მოედნის მეორე ღირსშესანიშნაობაა ქალაქის მერია, რომელიც XVIII და XIX საუკუნეების მიჯნაზე აშენდა.[7]

ცნობილი ადამიანები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 Czech location identification systemCzech Office of Surveying and Cadastre.
  2. https://www.svetlans.cz/novym-starostou-mesta-je-ing-frantisek-aubrecht/d-17839
  3. Český statistický úřad Počet obyvatel v obcích – k 1. 1. 2025Praha: ČSÚ, 2025.
  4. Register of territorial identification, addresses and real estates
  5. O městě cs. Město Světlá nad Sázavou. ციტირების თარიღი: 2021-10-29
  6. Vítejte na zámku ve Světlé nad Sázavou cs. Světlá nad Sázavou Castle. ციტირების თარიღი: 2024-06-04
  7. Kostel sv. Václava se sochami cs. National Heritage Institute. ციტირების თარიღი: 2024-06-04