სვეტის ციხე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა

სვეტის ციხე — ისტორიული ციხე თურქეთში, ისტორიულ სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში, შავშეთში

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სვეტის ციხე ისტორიული წყაროებში მხოლოდ ერთხელ იხსენიება XI საუკუნის მოვლენების აღწერისას. „მატიანე ქართლისას“ მიხედვით ეს ციხე ააგო საბა მტბევარმა დაახლოებით 1027-1028 წლებში. ციხე საქართველო-ბიზანტიის ომი დროს შავშეთის დასაცავად იქნა აგგებული, რადგან შავშეთის სხვა სიმაგრები, წეფთისა და გარყლობის სიმაგრეები ბიზანტიელებს ჰქონდათ დაკავებული. სვეტის ციხე მნიშვნელოვან როლს ასრულებდა ამ ომის დროს. ბიზანტიელებმა სცადეს მისი აღება, თუმცა უშედეგოდ.

არქიტექტურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ციხესიმაგრე ტბეთის ეკლესიის მახლობლად იყო აგებული, ამ ეკლესიიდან 5-6 კილომეტრის დაშორებით მდებარე სოფელ ციხისძირში. ციხე სამი მხრიდან მიუვალია. მ,ისადგომი ჩრდილოეთ და ჩრდილო-დასავლეთ ფერდობიდან აქვს. ციხე მომცრო ზომისაა, გალავანი რელიეფს მიუყვება. ნაგებია საშუალო ზომის ქვებით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • სამუშია, ჯ. „სვეტის ციხის ლოკალიზაციისთვის“, საქართველოს შუა საუკუნეების ისტორიის საკითხები IX ტ. გვ. 115-121 — თბილისი, „უნივერსალი“, 2008

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]