სვენ ფიშერი
სვენ ფიშერი | ||
პერსონალური ინფორმაცია | ||
---|---|---|
სრული სახელი | სვენ ფიშერი | |
დაბადების თარიღი | 16 აპრილი, 1971 | |
დაბადების ადგილი | შმალკალდენი, გდრ | |
სიმაღლე | 185 სმ |
სვენ ფიშერი (გერ. Sven Fischer) (დ. 16 აპრილი 1971, შმალკალდენი, გდრ) — გერმანელი სპორტსმენი. 1994 წლის ზამთრის ოლიმპიადაზე სვენ ფიშერმა ინდივიდუალურ შეჯიბრში ბრინჯაო, ხოლო ესტაფეტაში ოქრო მოიპოვა. 1998 წლის ზამთრის ოლიმპიადაზე მან კვლავ შესძლო ესტაფეტაში გამარჯვების მოპოვება. 2002 წლის ზამთრის ოლიმპიადაზე სპრინტში და ესტაფეტაში მოიპოვა ვერცხლი. 2006 წლის ზამთრის ოლიმპიადაზე მან შესძლო მოეპოვებინა 2 ოქრო სპრინტში და ესტაფეტაში, ასევე ბრინჯაო დადევნების რბოლაში. ფიშერი მსოფლიო ჩემპიონატებზე დღეისათვის 7 ოქროს მედლის მფლობელია. აქედან 4 მოიპოვა ესტაფეტაში (1995, 1997, 2003, 2004) და თითო ინდივიდუალურ რბოლაში და მას-სტარტში (ორივე 1999). 8-ჯერ გახდა ვიცე-ჩემპიონი და 7-ჯერ ბრინჯაოს პრიზიორი. მსოფლიო თასის ეტაპებზე მან 34-ჯერ გაიმარჯვა და ორჯერ გახდა საერთო ჩათვლის გამარჯვებული (1997-99).