შინაარსზე გადასვლა

სვანური ენა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან სვან.)
სვანური ენა
ლუშნუ ნინ
გავრცელებულია საქართველოს დროშა საქართველო
მოლაპარაკეთა რაოდენობა დაახ. 30 000
ლინგვისტური კლასიფიკაცია ქართველური ენები
დამწერლობის სისტემა ქართული დამწერლობა
ენის კოდები sva
რუკა
მოლაპარაკეთა არეალი
მოლაპარაკეთა არეალი

მოლაპარაკეთა არეალი

ვიკისივრცე
ენის თარგი {{Lang-sva}}

ვიკიმედიის ინკუბატორში არის ვიკიპედიის სატესტო განყოფილება — სვანური ენა

სვანური ენა (სვან. ლუშნუ ნინ) — ქართველურ ენათა ოჯახის ენა. იგი მშობლიური ენაა საქართველოს ჩრდილო-დასავლეთში, ძირითადად სვანეთში მცხოვრები სვანი ხალხისთვის. სვანურად დაახ. 30 000 ადამიანი საუბრობს მესტიისა და ლენტეხის მუნიციპალიტეტებში, ენგურის, ცხენისწყლისა და კოდორის ხეობის გასწვრივ მდებარე დასახლებებში. სვანურად მოსაუბრე ადამიანთა ნაწილი აფხაზეთის რეგიონში ცხოვრობს, რაც დაახ. 2500 ადამიანი უნდა იყოს, თუმცა იქ არსებული სოციალურ-პოლიტიკური ვითარება მათი რიცხვის ზუსტად დადგენას თითქმის შეუძლებელს ხდის.

სვანური ენა ოჯახურ და არაოფიციალურ სოციალურ ურთიერთობაში გამოიყენება. მას წერილობითი სტანდარტი ან ოფიციალური სტატუსი არ გააჩნია. სვანურად მოსაუბრეთა უმრავლესობა ასევე ფლობს ქართულსაც, ქვეყნის ოფიციალურ ენას. სვანურის ფორმალური სწავლება არ არსებობს და ამ ენაზე მოსაუბრეთა რაოდენობა დღითიდღე კლებულობს გაუარესებული ეკონომიკური ვითარებით სვანი მოსახლეობის ქვეყნის სხვა რეგიონებში გაფანტვის გამო. სვანური ენა ამჟამად გაქრობის საშიშროების ქვეშ დგას, ვინადან ახალი თაობის უმეტესობა მას თავისუფლად უკვე ვეღარ ფლობს.

სვანური ყველაზე გამორჩეული (განსხვავებული) წევრია ქართველურ ენათა შორის, და დანარჩენი სამი ენის (ქართული, ლაზური და მეგრული) ცოდნით მისი გაგება შეუძლებელია. მიიჩნევენ, რომ სვანური ქართველურ ენებს გაემიჯნა ძვ. წ. II ათასწლეულიდან, დაახ. ათასი წლით ადრე, ვინემ მას დანარჩენი ორი ენაც გამოეყოფოდა. ეს ფაქტი შესაძლოა განპირობებული იყოს სვანი მოსახლეობის შედარებით მიუვალ გეოგრაფიულ პირობებში განსახლებით, რაც სხვა ქართველურ ტომებთან აქტიურ ურთიერთობას გარკვეულწილად ზღუდავდა.

ა̈ ა̄ ა̄̈ ე̄
ი̄ ო̈
ო̄ ო̄̈ უ̈ უ̄
უ̄̈ უ̂
ჷ̄

სვანურ ენას აქვს ქართულისაგან მცირედ განსხვავებული ფონეტიკა. კერძოდ კი, ჩვეულიბრივ ხმოვნებთან ერთად გააჩნია უმლაუტიანი და გრძელი ხმოვნები, ასევე მეგრული და ლაზური ენებისთვის დამახასიათებელი შუალედური ხმოვანი. ასევე, გარდა ამისა ახასიათებს ძვ. ქართულისთვის დამახასიათებელი ბგერები — ჲოტა და ჴარი.

  • ხმოვნები
  • თანხმოვნები
სვანური ენის თანხმოვანთა ცხრილი:
ბაგისმიერნი წინაენისმიერნი შუაენისმიერნი უკანაენისმიერნი ფარინგალურნი ლარინგალურნი
წყვილბაგისმიერნი კბილბაგისმიერნი კბილისმიერნი ალვეოლარულნი
მჟღერი ფშვინვიერი მკვეთრი მჟღერი ფშვინვიერი მჟღერი ფშვინვიერი მკვეთრი მჟღერი ფშვინვიერი მკვეთრი მჟღერი მჟღერი ფშვინვიერი მკვეთრი მჟღერი ფშვინვიერი მკვეთრი ფშვინვიერი
ხშულნი ცხვირისმიერნი
მარტივნი
რთულნი
ნაპრალოვანნი უ̂ [ვ]
მთრთოლი

სვანური ენა შემდეგ დიალექტებად და სუბ-დიალექტებად იყოფა:

  • გამარჯობა — ხოჩა ლადეღ
  • საღამო მშვიდობისა — ხოჩა ნა̈ბოზ
  • როგორ ხართ? — მაგუ̂ა̈რდ ხა̈რი?
  • თქვენ როგორ ხართ? — სგა̈ჲ იმჟი ხა̈რი? სგა̈ჲ მაგუ̂ა̈რდ ხა̈რი?
  • კარგად ვარ — ხოჩა̄მდ ხუ̂არი
  • ცუდად ვარ — ხოლა̄მდ ხუ̂არი
  • მადლობა — მაჴუ̂მარ
  • მე/შენ/ის — მი/სი/ეჯა(ი)

რიცხვები

1 ეშხუ (ეშხუ̂ი)
2 ჲორი (ჲორუ)
3 სემი
4 უ̂ოშთხუ̂
5 უ̂ოხუ̂იშდ
6 უსგუ̂ა
7 იშგუ̂იდ
8 არა
9 ჩხარა
10 ჲეშდ

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]