მოლდოვის პრეზიდენტი, კომუნისტი ვლადიმირ ვორონინი, თანამდებობიდან გადადგა. ვორონინმა - რომელიც ქვეყანას 2001 წლიდან მართავდა - დღეს გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც ამბობს, რომ პოსტს ტოვებს და ხელისუფლებას პრო-დასავლურ ოპონენტებს უთმობს. რადიო თავისუფლება
გალში ექვსი მიკროავტობუსი გაძარცვეს, მათ ათამდე შეიარაღებულმა თავდამსხმელელი დაესხა თავს, რომელთა უსაფრთხოებასაც რუსი ოკუპანტები იცავდნენ. (Rustavi.com)
82 წლისა გარდაიცვალა კუბელი რევოლუციონერი, ფიდელ კასტროს ახლო თანამებრძოლი, ქვეყნის ვიცე-პრეზიდენტიხუან ალმეიდა ბოსკე. ის მონაწილეობდა 1959 წლის გადატრიალებაში, რომლის შედეგად ფიდელ კასტრო და მისი თანამოაზრეები ხელისუფლებაში მოვიდნენ (რადიო თავისუფლება).
ინდონეზიის ხელისუფელების წარმომადგენლები ადასტურებენ, რომ ამ კვირაში მოკლული მეამბოხეების ლიდერი მართლაც ტერორისთული დაჯგუფების ლიდერი ნურდინ ტოპია(ამერიკის ხმა).
რუსეთმა გადაიფიქრა კალინინგრადის ოლქში ახლო რადიუსის მოქმედების მქონე რაკეტების განლაგება, მას შემდეგ რაც შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ უარი თქვა ცენტრალურ ევროპაში ახალი რაკეტსაწინაღო სისტემების განლაგებაზე (ამერიკის ხმა)
ჰონდურასში გრძელდება შეტაკებები დამხობილ პრეზიდენტ მანუელ სელაიას მომხრეებსა და ხელისუფლებას შორის. შეტაკებებს ორი ადამიანი ემსხვერპლა. სელაია თავს ბრაზილიის საელჩოს აფარებს, რომელსაც ალყა აქვს შემორტყმული. itv.ge
ფილიპინებზე ტროპიკულ გრიგალ "კეტსანას" სულ ცოტა 50 ადამიანი ემსხვერპლა , ხოლო ათობით ადამიანი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. დედაქალაქ მანილაში 12 საათის განმავლობაში 40 სანტიმეტრი ნალექი მოვიდა, ხოლო ერთ-ერთი ქალაქი ქვეყნის ჩრდილოეთით მთლიანად დაიტბორა. BBC News
გვინეის დედაქალაქ კონაკრიში ოპოზიციის მასობრივ დემონსტრაციას სამხედროებმა ცეცხლი გაუხსნეს, რის შედეგადაც სულ ცოტა 87 ადამიანი დაიღუპა (BBC)
გაბონის საკონსტიტუციო სასამართლო ხელახლა გადათვლის ბოლო თვის სადავო საპრეზიდენტო არჩევნების ბიულეტენებს. სადავო შედეგების მიხედვით არჩევნებში ომარ ბონგოს ვაჟმა ალი ბონგო ონდიმბამ გაიმარჯვა. (IOL)