სექსუალური განათლება (2019)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

„სექსუალური განათლება“ (ინგლ. Sex Education) — ბრიტანული კომედიურ-დრამატული სატელევიზიო სერიალი, რომელიც მოგვითხრობს ინგლისის ქალაქ მურდეილის საშუალო სკოლის მოსწავლეების პრობლემებზე. სერიალის პირველი სეზონი, რომელიც 8 ეპიზოდს მოიცავს Netflix-მა 2019 წლის 11 იანვარს წარადგინა. პირველმა სეზონმა Rotten Tomatoes-ზე დადებითი გამოხმაურება მიიღო მაყურებლებისგან. სერიალი ყურადღებას ამახვილებს ისეთ თემებზე, როგორებიცაა სექსუალური იდენტობა, ჰიპერექსუალობა, უნებლიე თავშეკავება, მასტურბაცია, მოზარდის სექსუალობა და მოზარდის ორსულობა.[1][2]

2019 წლის 2 თებერვალს Netflix-მა ოფიციალურად გადააგრძელა სერიალი მეორე სეზონისთვის,[3] რომლის პრემიერა დაგეგმა 2020 წლის 17 იანვარს.[4] 2020 წლის 10 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ სერიალის მესამე სეზონიც გამოვა.[5]

სიუჟეტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პირველი სეზონი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სერიალის სიუჟეტი ვითარედება პატარა ქალაქ მურდელეის საშუალო სკოლაში. სიუჟეტს საფუძვლად უდევს ისეთ სიტუაციები, რომელშიც გმირის, ოტის მილბერნის კლასელები აღმოჩნდნებიან ხოლმე.[6] ოტისი დედასთან, ჯინ მილბერნთან, სექსოლოგიისა და ურთიერთობის ფსიქოლოგიის ცნობილ ექსპერტთან ერთად ცხოვრობს. სერიალის პირველ სეზონში, სასწავლო წლის პირველ დღეებში, ოტისს მოუწევს დაეხმაროს სკოლის ხულიგანს და ბულერს მისი სექსუალურ პრობლემების გადაჭრაში, იმ პირობით, რომ მის მეგობარს თავს დაანებებს. მოზარდების ინტიმური პრობლემების გადაჭრის ნიჭი აშკარა ხდება მეევი უაილისთვის, რომელიც სთავაზობს მთავარ გმირს კონსულტაციისთვის გაუწიოს თანაკლასელებთან ფულის სანაცვლოდ. მეივთან დაახლოების მიზნით ოტისი ვალდებულია დათანხმდეს მას ამ შეთავაზებაზე.

მეორე სეზონი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მეორე სეზონის მოქმედებები სასწავლო წლის მეორე სემესტრში ვითარდება. ოტისი იწყებს ოლასთან შეხვედრებს. გარდა ამისა, სკოლაში ახალი მოსწავლეები მოდიან, რომლებიც გაბატონებულ წესრიგს არ ურიგდებიან. ამ ყველაფერს ემატება სკოლაში ქლამიდიოზის ეპიდემიის გაჩენა.[7]

მთავარ როლებში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ასა ბატერფილდი — ოტის მილბერნი
  • ჯილიან ანდერსონი — ჟან ფ. მილბერნი
  • ნკუტი გატვა — ერიკ ეფიონგი
  • ემა მაკი — მეივ უაილი
  • კონორ სვინდელსი — ადამ გროფი
  • კედარ უილიამს-სტერლინგი — ჯექსონ მარჩეტი,
  • აიმე ლუ ვუდი — აიმე გიბსი

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Джиллиан Андерсон идет в секс-терапевты — вышел первый сезон сериала «Половое воспитание». moskvichmag.ru. ციტირების თარიღი: 2019-02-27.
  2. Почему все вокруг говорят про сериал «Половое воспитание». РБК.Стиль. ციტირების თარიღი: 2019-02-27.
  3. Сериал Половое Воспитание от Netflix продлили на второй сезон. Роккульт. ციტირების თარიღი: 2019-02-27.
  4. Kanter, Jake (2019-11-25). „‘Sex Education’: Netflix Sets Premiere Date For Season 2 Of High School Drama“. Deadline.com ((ინგლისური)).
  5. Thorne, Will (2020-02-10). „‘Sex Education’ Renewed for Season 3 at Netflix“ ((ინგლისური)). Variety.
  6. "Sex Education | Netflix Official Site". www.netflix.com. Retrieved 10 May 2020.
  7. Leach, Samantha; Radloff, Jessica (7 January 2020). "Everything We Know About Sex Education Season 2". Glamour. Retrieved 14 January 2020.