სექსტ იულიუს აფრიკანუსი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სექსტ იულიუს აფრიკანუსი
დაბადების თარიღი 160[1] [2]
დაბადების ადგილი Aelia Capitolina
გარდაცვალების თარიღი 240[1] [3] [2] [4] [5] [6]
გარდაცვალების ადგილი იერუსალიმი
საქმიანობა მწერალი, ისტორიკოსი[7] და ფილოსოფოსი
ენა ლათინური ენა
მოქალაქეობა ძველი რომი
Magnum opus Chronographiai

იულიუს აფრიკანუსი (ბერძნ. Ιούλιος Αφρικανός, ლათ. Sextus Julius Africanus), ან სექსტ იულიუს აფრიკანუსი (დ. 160, იერუსალიმი — გ. 240) — II საუკუნის დასასრულისა და III საუკუნის დასაწყისის ქრისტიანი მოგზაური და ისტორიოგრაფი. დიდი გავლენა იქონია ევსები კესარიელზე. ცნობილია მისი მიმოწერა ორიგენესა და არისტიდესთან ბიბლიოლოგიურ საკითხებთან დაკავშირებით.

შემოქმედება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იულიუს აფრიკანუსმა დაწერა ხუთი ტომისგან შედგენილი „ქრონოგრაფია.“ ნაშრომი მოიცავს ქრონოლოგიას დაბადების წიგნიდან ახ. წ. 221 წლამდე. გამოთვალა პერიოდი „დაბადებიდან“ ქრისტეს შობამდე, რამაც 5500 წელი შეადგინა „ქრონოგრაფიის“ ისტორიას, რასაც აპოლოგეტური მიზანი ჰქონდა, ჩვენამდე სრული სახით არ მოუღწევია. ფრაგმენტებადაა შემონახული ევსები კესარიელის „ეკლესიის ისტორიაში“. ევსებიმ მისი თხზულება გამოიყენა ადრეული პერიოდის ეპისკოპოსთა სიის შედგენისას. აფრიკანუსის თხზულებებს იყენებენ ასევე გიორგი სინგელოსი, გიორგი კედრენე და სხვა ავტორები.

იულიუს აფრიკანუსი ორიგენესა და არისტიდესთან დაახლოებული პირი იყო და შემოგვრჩა მისი ორი წერილი მათთან. ორიგენესთან გაგზავნილ წერილში ამტკიცებს, რომ დანიელის წიგნში არსებული სუსანას ამბავი გვიანდელი ინტერპოლაციის შედეგია[8], ხოლო არისტიდეს ეკამათება[9] იესო ქრისტეს გენეალოგიის შესახებ (არისტიდეს ეს წერილი ფრაგმენტებად, ევსები კესარიელის თხზულებაშია შემონახული).

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 Deutsche Nationalbibliothek Record #118558706 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  2. 2.0 2.1 SNAC — 2010.
  3. Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  4. Catalogue of the Library of the Pontifical University of Saint Thomas Aquinas
  5. Medieval Manuscripts in Oxford LibrariesBodleian Library.
  6. opac.vatlib.it
  7. Liddell H., Scott R., Stuart-Jones H. A Greek-English LexiconOUP, 1819.
  8. Translated by Frederick Crombie. From Ante-Nicene Fathers, Vol. 4. Edited by Alexander Roberts, James Donaldson, and A. Cleveland Coxe. (Buffalo, NY: Christian Literature Publishing Co., 1885.) Revised and edited for New Advent by Kevin Knight.<http://www.newadvent.org/fathers/0414.htm>
  9. Translator unknown. From Ante-Nicene Fathers, Vol. 6. Edited by Alexander Roberts, James Donaldson, and A. Cleveland Coxe.(Buffalo, NY: Christian Literature Publishing Co., 1886.) Revised and edited for New Advent by Kevin Knight.<http://www.newadvent.org/fathers/0614.htm>.