არაპენეტრაციული სექსი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან სექსი პენეტრაციის გარეშე)
ფრანც ფონ ბაიროსის ნახატი, რომელზეც ნაჩვენებია თითაობის აქტი

არაპენეტრაციული სექსი, სექსი პენეტრაციის გარეშესექსუალური აქტივობა, რომელიც, როგორც წესი, არ მოიცავს სექსუალურ პენეტრაციას. მასში არ შედის ვაგინალური, ანალური და ორალური სექსუალური აქტივობების პენეტრაციული ასპექტები, თუმცა ის მოიცავს ბევრ სხვა სექსუალურ და არასექსუალურ აქტივობას, მათ შორის ე.წ. „მშრალ სექსს“, ორმხრივ მასტურბაციას, კოცნას ან ჩახუტებას.[1] არაპენეტრაციული სექსის ზოგიერთი ფორმა ზოგჯერ მოიცავს პენეტრაციულ ასპექტებს, მაგალითად, სხეულში შეღწევას თითაობის — ე.წ. „ფინგერინგის“ — ან ორალური სექსის დროს.[2]

ადამიანები არაპენეტრაციული სექსით სხვადასხვა მიზეზის გამო კავდებიან, მათ შორის პრელუდიის ან მთავარი თუ სასურველი სექსუალური აქტის სახით.[3] ჰეტეროსექსუალი წყვილები შეიძლება არაპენეტრაციული სექსით დაკავდნენ „პენისი ვაგინაში“ ტიპის სექსის ალტერნატივის სახით, უბიწობის შესანარჩუნებლად ან ორსულობის თავიდან ასაცილებლად.[4] ერთნაირსქესიანი წყვილები ასევე შეიძლება დაკავდნენ არაპენეტრაციული სექსით უბიწობის შესანარჩუნებლად — გეი კაცებმა ის შეიძლება ანალური პენეტრაციის ალტერნატივად გამოიყენონ[5].

მართალია, ზოგიერთი სქესობრივი გზით გადამდები ინფექცია (სგგი) — როგორებიცაა, მაგალითად, ჰერპესი, პაპილომავირუსი და ბოქვენის ტილი — შეიძლება არაპენეტრაციული სექსის დროს გენიტალიების ერთმანეთზე ან სხეულზე ხახუნისას გავრცელდეს, მაგრამ არაპენეტრაციული სექსი მაინც უფრო მეტად უსაფრთხო სექსის ფორმად მიიჩნევა, რადგან მის დროს ნაკლებად სავარაუდოა, რომ სექსუალურ აქტივობაში სხეულის სითხეების მიმოცვლა მოხდეს (რაც სგგი-ს გავრცელების მთავარი მიზეზია), განსაკუთრებით ექსკლუზიურად არაპენეტრაციული ასპექტების შემთხვევაში.[6]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]