სეფეს წმინდა მარინეს ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

სეფეს წმინდა მარინეს ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ სეფეში. თარიღდება XVI-XVIII საუკუნეებით. ეკლესია დარბაზულია მინიატურული. დგას ლოდებითა და ნატეხი ქვით ნაგები 7 მეტრის სიმაღლის მასიურ სვეტზე. ეკლესია ნაშენია ნატეხი ქვით. შესასვლელი დასავლეთიდანაა, დაბალი და ვიწრო სწორკუთხა კარის წინ პატარა ბაქანია, რომელსაც მოგვიანებით აშენებული ქვის კიბე ადგება. უაფსიდო ეკლესიის აღმოსავლეთ კედელში ერთი სწორკუთხა სარკმელია, რომელსაც საფეხურებად დამუშავებული რაფა აქვს. მსგავსი სარკმელია დასავლეთ კედელშიც. აღმოსავლეთ კედლის ჩრდილოეთ ნაწილში თაროა. სამხრეთ და ჩრდილოეთ კედლებში - თითო სწორკუთხა ნიში. შიგნით ეკლესია ერთიანი, ფერდებგაბრტყელებული კამარითაა გადახურული, რომლის ფერდების შეერთებასთან, წვერში, მართი კუთხე იქმნება. ეკლესიას ფიქლის ორფერდა სახურავი აქვს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]