სეფევიდების სპარსეთი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
სეფევიდების იმპერია 1501-1722

სეფევიდების სპარსეთი — (1500-1722) იყო ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სპარსული დინასტია. XVI საუკუნის დასაწყისში, სეფევიდების დინასტიის წყალობით, სპარსეთმა დამოუკიდებლობა აღიდგინა და მალე მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანა გახდა.

შაჰ-აბას I–მა ზავი დადო ოტომანებთან და აღმოსავლეთ ირანიდან თურქები გააძევა, დედაქალაქი ისპაჰანში გადაიტანა.

642 წლიდან მოყოლებული სპარსეთი მნიშვნელოვან როლს ასრულებდა ჯერ აბასიდების იმპერიაში, შემდეგ კი სელჩუკებისა და მონღოლური ილხანების მმართველობის ქვეშ. ქაოსური პერიოდის შემდეგ თავრიზის აღებამ(1501) სპარსეთს დამოუკიდებლობა მოუტანა და ძალაუფლება სეფიანთა დინასტიის ხელში აღმოჩნდა. მათი ლიდერი იყო, ისმაილ I, რომელმაც საკუთარ თავს შაჰი, ანუ მმართველი უწოდა. სახელი „სეფევიდები“ მოდის ისმაილის წინაპარ სეფი ად-დინიდან, სეფიების წმინდანიდან, რომელიც 1300-იან წლებში ცხოვრობდა. ისმაილი აკონტროლებდა მთელ სპარესთს და მესოპოტამიის დიდ ნაწილს (1508). მანვე აიყვანა შიიტური ისლამი სახელმწიფო რელიგიის რანგში. დოქტრინალურმა განსხვავებებმა და მიწებზე დავამ განაპირობა მუსლიმური რელიგიური ომების მთელი სერია შიიტ სეფევიდებს და სუნიტ ოტომანებს შორის. ომი დაიწყო 1514 წელს, როდესაც ოტომანთა სულთანი სელიმ I დასავლეთ სპარსეთში შეიჭრა. დიდი ხნის მანძილზე უცხოელთა ზეწოლის შემდეგ სპარსეთმა, სეფევიდების ხანაში, საკუთარი თვითმყოფადობა გააძლიერა. ამ დინასტიის მმართველობა 200 წელს გაგრძელდა. სეფიანთა სპარსეთი დასავლეთიდან ოტომანების, ხოლო აღმოსავლეთიდან თურქების ზეწოლას განიცდიდა. ასე გრძელდებოდა აბას I-ის გამეფებამდე, რომელმაც დაამყარა მშვიდობა და სპარსეტის კულტურულ რენესანსსაც დაუდო სათავე. მისი გარდაცვალებიდან მოყოლებული (1628), ამ ქვეყანას სუსტი შაჰები მართავდნენ. სეფევიდები საბოლოოდ ავღანელთა შემოჭრის შედეგად დაეცნენ (1722).

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • მსოფლიოს ისტორიის ენციკლოპედია, 2009, 2010, გამ. ელფი, ISBN-13 978-99940-44-08-5