სეფე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

სეფე — რამდენიმე მნიშვნელობა აქვს:

  • სენიორის — მეფის, უფლის, მეუფის საკუთრება V—XII საუკუნეებში საქართველოში. სეფის სინონიმებია ამ პერიოდში:„სამეფო“, „საუფლო“, „სამეუფო“.
  • მეფე XIII-XVII საუკუნეებში საქართველოში. აქედან არის ნაწარმოები ტერმინი „სასეფო“ — სამეფო.
  • სამეფო დომენი V—XVII საუკუნეებში საქართველოში;
  • საფეოდალო სახლი, საფეოდალო მამული (აქედან — „სასეფო გამოსაღები“, „სეფაობა“ — საბატონო გადასახადი).

V-XVI საუკუნეებში წერილობით ძეგლებში (ბიბლიისა და ოთხთავის უძველესი თარგმანები, „ნინოს ცხოვრების“ ადრინდელი რედაქციები, „ქართლის ცხოვრება“, „ხელმწიფის კარის გარიგება“, ისტორიული დოკუმენტები) სეფე გვხვდება როგორც ცალკე, ისე კომპოზიტებში: სეფეწული||სეფეკაცი||სეფეშვილი (სამეფო მიწაზე მოსახლე კაცი, სამეფო კაცი, სამეფო ვასალი). სეფექალი (დედოფლის მხლებელი, მოახლე ქალი). სეფე-გლეხი (სამეფო გლეხი), სეფე-ქვეყანა||სეფე მიწა (სამეფო მიწა, სემფო დომენი), სეფე-დროშა (სამეფო დროშა), სეფე-ზვარი (სამეფო ზვარი), სეფე-მწიგნობარი (სამეფო მწიგნობარი), სეფე-მეაბჯრე (მეფის მეაბჯრე), სეფე-კარავი (სამეფო კარავი), სეფე-ტაბაკი (სამეფო მაგიდა), სეფისკვერი (ზეციური მეუფის — ღმერთის პური) და სხვა.

წყარო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ლეონტი მროველი, ცხოვრება ქართველთა მეფეთა, წგნ.: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც. ტ. 1, თბ., 1955
  • ჯუანშერი, ცხოვრება ვახტანგ გორგასლისა, იქვე:ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანი, იქვე, ტ. 2, თბ., 1959;
  • გარიგება ჴელმწიფის კარისა, წგნ.: ქართული სამართლის ძეგლები, ი. სურგულაძის გამოც., თბ., 1970

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=სეფე&oldid=1889995“-დან