შინაარსზე გადასვლა

სეულის მეტროპოლიტენი

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სეულის მეტროპოლიტენი
მიმოხილვა
მშობლიური სახელი კორ. 서울지하철
მფლობელი სეულის მთავრობა
მდებარეობა სეული, სამხრეთი კორეა
ტრანსპორტის ტიპი მეტროპოლიტენი
ხაზების რაოდენობა 9
სადგურების რაოდენობა 321
დღიური მგზავრთბრუნვა ≈
წლიური მგზავრთბრუნვა ≈ 2836,5 მლნ
საიტი www.seoulmetro.co.kr/en
ფუნქციონირება
ოპერატორ(ებ)ი Seoul Metro Metro9
ტექნიკური მახასიათებლები
სისტემის სიგრძე 348,3 კმ
ლიანდაგის ზომა 1435 მმ
სისტემის რუკა

სეულის მეტროპოლიტენი (კორ. 수도권 전철) — მიწისქვეშა ტრანსპორტის სისტემა სეულში; სამხრეთი კორეა. ერთ-ერთი ყველაზე გადატვირთული მეტროპოლიტენი მსოფლიოში. მეტრო არა მხოლოდ სეულს, არამედ ახლომდებარე პროვინციის რამდენიმე დაბასაც ემსახურება. მეტროხაზების 70 % მიწისქვეშ გადის.

მეტროსადგურებში ყველა წარწერა ორენოვანია - კორეული და ინგლისური. ზოგიერთ სადგურსა და მეტროს რუკებზე ჩინურადაც წერია. მომდევნო სადგურის და გადასაჯდომი ხაზების გამოცხადება კორეულად და ინგლისურად ხდება, შემდეგ კი იაპონურად და ჩინურადაც.

სეულის მეტროს წინამორბედმა კორალიმ 1974 წელს დაიწყო მუშაობა პირველი ხაზით. ხაზები 2 და 3, ასევე 4 1970-იანი წლების ბოლოს და 1980-იანი წლების დამდეგს გამოჩნდა. სეულის მეტრო კი თვითმყოფადად 1994 წელს ჩამოყალიბდა 5 და 8 ხაზების ოპერირებით.

სეულის მეტროპოლიტენი შედგება 9 ხაზისგან.

ხაზი მონაკვეთი გახსნის წელი ბოლო სადგურის
გახსნის წელი
სიგრძე, კმ სადგურების რაოდენობა
ხაზი 1 სეული — ჩხონიანი 1974 2005 7,8 10
ხაზი 2 მერია / სონსუ / სინდორიმი — მერია / სინსოლ-ტონი / კხაჩხისანი 1984 2005 60,2 51
ხაზი 3 ოგიმი — ჯიჩუკი 1985 2010 38,2 34
ხაზი 4 ჩინჩიოპი — ნამტხერიონი 1985 2022 31,7 26
ხაზი 5 პანხვა — ხანამ გეომდანსანი / მაჩხონი 1995 2021 60,0 56
ხაზი 6 ინამი — პონხვასანი 2000 2001 35,1 38
ხაზი 7 ჩანამი — ონსუ 1996 2012 57,1 51
ხაზი 8 ამსა — მორანი 1996 1999 17,7 17
ხაზი 9 კეხვა — ჩუნ-ანბონპიან-ვონი 2009 2018 40,5 38
სულ: 348,3 321

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]