სესუ ჰაიაკავა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
სესუ ჰაიაკავა
早川 雪洲
Sessue Hayakawa 1918 (Fred Hartsook).jpg
დაბადების თარიღი 10 ივნისი, 1889
მინამიბოსო, ტიბა, იაპონიის იმპერია
გარდაცვალების თარიღი 23 ნოემბერი, 1973 (87 წლის)
ტოკიო, იაპონია
საქმიანობა მსახიობი
აქტიური 1914-1966

კინტარო ჰაიაკავა, ცნობილია, როგორც სესუ ჰაიაკავა (იაპონ. 早川 金太郎; დ. 10 ივნისი, 1889, გ. 23 ნოემბერი, 1973) — იაპონელი მსახიობი. მუნჯი კინოს პერიოდში, 1910-იან და 1920-იანი წლების დასაწყისში იგი ჰოლივუდის ერთ-ერთი უდიდესი ვარსკვლავი იყო. ჰაიაკავა პირველი აზიელი მსახიობია, რომელმაც ამერიკულ და ევროპულ ფილმებში მთავარი როლები შეასრულა. მან მაყურებელს თავი მომხიბლველი გარეგნობითა და სექსუალურად დომინანტი ბოროტმოქმედების როლებით დაამახსოვრა. იგი ჰოლუვიდის ერთ-ერთი პირველი მამაკაცი სექს-სიმბოლოა.[1][2][3]

ჰაიაკავამ პირველ წარმატებას 1915 წლის ფილმით „ღალატი“ მიაღწია, რის შემდეგაც მიტოვებული შეყვარებულის როლებით გახდა ცნობილი. იმ დროისთვის, ჰაიაკავა მაღალანაზღაურებადი მსახიობი იყო. 1919 წელს იგი კვირაში 3 500 დოლარს გამოიმუშავებდა.[4] აგრეთვე მას საკუთარი კინოწარმოების კომპანია ჰქონდა, რომლის საშუალებითაც 1918-1920 წლებში 2 მილიონი დოლარი გამოიმუშავა.[5] აშშ-ში ანტი-იაპონური განწყობის ზრდისა და ბიზნების პრობლემების გამო 1922 წელს მან დატოვა ჰოლივუდი, რის შემდეგაც სამსახიობო მოღვაწეობას ბროდვეიზე, იაპონიასა და ევროპაში ეწეოდა. ჰაიაკავა ჰოლივუდს 1931 წელს ფილმით „დრაკონის ქალიშვილი“ დაუბრუნდა.[6]

ჰაიაკავას კარიერაში ყველაზე ცნობილია პოლკოვნიკი საიტოს როლი 1957 წლის ფილმიდან „ხიდი მდინარე კვაიზე“, რომელმაც მას მოუტანა ოსკარის ნომინაცია საუკეთესო მსახიობი კაცისთვის მეორეხარისხოვან როლში.[7] ჰაიაკავას 80-ზე მეტ მხატვრულ ფილმში აქვს ნათამაშები, მათ შორის სამი — „ღალატი“, „დრაკონის მხატვარი“ და „ხიდი მდინარე კვაიზე“ფილმების ეროვნულ რეესტრია შეტანილი.[8][9][10]

ადრეული ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჰაიაკავა ტიბის პრეფექტურის ქალაქ მინამიბოსოში დაიბადა.[11][12][13] იგი ადრეული ასაკიდანვე ამჟღავნებდა საზღვარგარეთ წასვლის სურვილს, რისთვისაც ინგლისურ ენას სწავლობდა. მისი მამა მეთევზეთა გაერთიანების ხელმძღვანელი იყო და შეძლებული ადამიანი გახლდათ. ჰაიაკავას ხუთი დედმამიშვილი ჰყავდა.[7]

მშობლების სურვილი იყო, რომ ჰაიაკავა იაპონიის იმპერიის საზღვაო ფლოტის ოფიცერი გამხდარიყო. ეტაჯიმას საზღვაო აკადემიაში სწავლის პერიოდში ჰაიაკავამ ლაგუნის ფსკერში ჩაყვინთა, რა დროსაც დაფის აპკი გაუსკდა. ტრამვამ მისთვის საზღვაო საქმიანობა შეუძლებელი გახადა. ჰაიაკავას მამისთვის შვილის წარუმატებლობა დიდი სირცხვილი იყო, რამაც მათ შორის განხეთხილება გააჩინა. მამასთან დაძაბულმა ურთიერთობამ გამოიწვია ის, რომ 18 წლის ჰაიაკავამ საკუთარი მშობლების ფარდულში თვითმკვლელობა სეპუკუს რიტუალით სცადა.[12] მან მუცელში დანა 30-ჯერ გაიყარა, თუმცა ძაღლის ყეფის ხმაზე მისი მშობლები მოცვივდნენ და აღარ მისცეს რიტუალის დასრულების საშუალება.[14]

ჰაიაკავა 1918 წელს

ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის შემდეგ ჰაიაკავა აშშ-ში გადავიდა, სადაც ჩიკაგოს უნივერსიტეტში პოლიტიკურ ეკონომიკას სწავლობდა, რათა მშობლების სურვილით ბანკირი გამხდარიყო. ჰაიაკავამ უნივერსიტეტი 1912 წელს დაასრულა, რის შემდეგაც იაპონიაში დაბრუნება გადაწყვიტა.[15] იგი გემს ლოს-ანჯელესში ელოდებოდა, რა დროსაც პატარა ტოკიოს რაიონში იაპონური თეატრი აღმოაჩინა და საშემსრულებლო ხელოვნებით დაინტერესდა. სსწორედ ამ პერიოდში დაირქვა მან „სესუ“, რაც იაპონურად „თოვლიან ველს“ ნიშნავს. [14][16]ერთ-ერთი პირველი პიესა, რომელშიც ჰაიაკავამ ითამაშა, სახელწოდებით „ტაიფუნი“ იყო. სამსახიობო დასის ხელმძღვანელი, ცურუ აოკი, იმდენად მოიხიბლა ჰაიაკავას საშემსრულებლო უნარებით, რომ პიესის სანახავად კინოპროდიუსერი თომას ინსი მოიწვია. ინსმა მსახიობებს მუნჯი ფილმის გადაღება შესთავაზა, რაზეც ჰაიაკავამ თანხმობა განაცხადა.[14] სამსახიობო კარიერის დასაწყისში იგი კალიფორნიაში სხვადასხვა ადგილებში მუშაობდა; იყო ჭურჭლის მრეცხავი, მიმტანი, ნაყინის გამყიდველი და ქარხნის მუშა. მწერალი ორი ნაკაგავა წერს, რომ ჰაიაკავას ყოველთვის უნდოდა კალიფორნიაში წასვლა და ჩიკაგოში მხოლოდ მამის სურვილით იმყოფებოდა.[7] საგულისხმოა, რომ ჩიკაგოს უნივერსიტეტში ჩარიცხვებისა და ფეხბურთის გუნდის სიის გარდა მისი არანაირი ჩანაწერი არ მოიპოვება.

1914 წელს „ტაიფუნი“ გამოვიდა, რომელმაც წარმატება გამოსვლისთანავე მოიპოვა. იმავე წელს ჰაიაკავას მონაწილეობით ინსის კიდევ ორი ფილმი „ღმერთების რისხვა“ და „მსხვერპლი“ გამოვიდა. პროდიუსერმა ჯესი ლასკიმ ჰაიაკავასთან, როგორც ამამოვალ კინოვარსკვლავთან, კონტრაქტი დადო, რის შედეგადაც მსახიობი კინოსადისტრიბუციო კომპანიის, Famous Players-Lasky-ის წევრი გახდა, რომელიც დღეს Paramount Pictures-ის სახელწოდებითაა ცნობილი.[14][17][18]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Miyao 2007, p. 1–3, 191, 227, 281
  2. Prasso, Sheridan (2006). The Asian Mystique: Dragon Ladies, Geisha Girls, and Our Fantasies of the Exotic Orient. PublicAffairs, გვ. 124. ISBN 978-1586483944. 
  3. Warner, Jennifer (2014). The Tool of the Sea: The Life and Times of Anna May Wong. CreateSpace Independent Publishing Platform, გვ. 8. ISBN 978-1502403643. 
  4. Miyao 2007, p. 334, 325
  5. Miyao 2007, p. 176
  6. Miyao 2007, p. 263
  7. 7.0 7.1 7.2 Nakagawa, Orie (2012) Sesshū! : sekai o miryōshita Nihonjin sutā Hayakawa Sesshū. Kodansha. ISBN 978-4062179157. 
  8. Eaton, William J. (15 December 1993). „Out of the Vault and Onto the Film Registry's List : Movies: Some of the Library of Congress' newly selected classics and popular favorites will make a nationwide tour next September“. Los Angeles Times. ციტირების თარიღი: 25 November 2019.
  9. Tsutakawa, Mayumi (2 March 2017). „STG presents Sessue Hayakawa in The Dragon Painter“. International Examiner. ციტირების თარიღი: 25 November 2019.
  10. „Complete list of films admitted“. CNN. 18 November 1997. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-01-31. ციტირების თარიღი: 25 November 2019.
  11. Miyao 2007, p. 241
  12. 12.0 12.1 Kizirian, Shari. The Dragon Painter დაარქივებული 2020-01-31 საიტზე Wayback Machine. . Silent Film Festival.
  13. Perpetually Cool: The Many Lives of Anna May Wong (1905-1961). p. 179.
  14. 14.0 14.1 14.2 14.3 Sessue Hayakawa: The Legend.
  15. /projects.latimes.com/hollywood/star-walk/sessue-hayakawa/ Sessue Hayakawa - Hollywood Star Walk]. Los Angeles Times.
  16. Chin, Frank. Born in the USA: A Story of Japanese America, 1889-1947. p. 14.
  17. Miyao 2007, p. 55
  18. (1996) რედ. Daniel Bernardi: The Birth of Whiteness: Race and the Emergence of U.S. Cinema. Rutgers University Press, გვ. 81. ISBN 978-0813522760.