სერ თომას ლიპტონის თასი — საფეხბურთო შეჯიბრი, რომელიც ჩატარდა ტურინში (იტალია) ორჯერ, 1909 და 1911 წლებში. შეჯიბრს ასევე ხშირად მოიხსენიებენ, როგორც მსოფლიოს პირველი ჩემპიონატი ფეხბურთში.[1] თასი ატარებდა შოტლანდიელი ბარონეტის, სერ თომას ლიპტონის სახელს.
ტურნირზე თავიანთი გუნდები გაგზავნეს იტალიის, გერმანიის, შვეიცარიის ფედერაციებმა, თუმცა ინგლისისფეხბურთის ასოციაციამ უარი თქვა კლუბის გაგზავნაზე. სამაგიეროდ, ლიპტონმა მიიწვია ინგლისის სამოყვარულო კლუბი – დასავლეთ ოკლენდის გუნდი. დასავლეთ ოკლენდის გუნდმა მოახერხა 1909 წლის ტურნირში გამარჯვება, ორი წლის შემდეგ კი – ტიტულის დაცვა. 1911 წელს, ფინალში მასპინძელი „იუვენტუსი“ დაამარცხა, ანგარიშით 6–1.
1994 წლის იანვარში თასი, რომელიც დასავლეთ ოკლენდის გუნდს გადაეცა, მოიპარეს, თუმცა დღემდე გუნდში ინახება თასის რეპროდუქცია.