შინაარსზე გადასვლა

სერჯო ბალანცინო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სერჯო ბალანცინო
დაბადების თარიღი 20 ივნისი, 1934(1934-06-20)
დაბადების ადგილი ბოლონია
გარდაცვალების თარიღი 25 თებერვალი, 2018(2018-02-25) (83 წლის)
გარდაცვალების ადგილი რომი
მოქალაქეობა  იტალია
 იტალიის სამეფო
განათლება მადისონის ვისკონსინის უნივერსიტეტი და საპიენცის უნივერსიტეტი
ჯილდოები Grand Cross of the Order of Civil Merit, დიდი ჯვრის ორდენის კავალერი იტალიის რესპუბლიკის წინაშე დამსახურებისათვის და იტალიის რესპუბლიკის წინაშე დამსახურების ორდენის დიდი ოფიცერი

სერჯო ბალანცინო (დ. 20 ივნისი, 1934 – გ. 25 თებერვალი, 2018[1]) — იტალიელი დიპლომატი.[2]

1956–1957 წლებში იგი ბრიტინგემის უცხოელი სტიპენდიატის სტატუსით სწავლობდა უისკონსინის უნივერსიტეტში, მადისონში. რომის „ლა საპიენცას“ უნივერსიტეტში სამართლის ხარისხის მიღების შემდეგ, 1958 წელს იგი იტალიის დიპლომატიურ სამსახურს შეუერთდა.[2]

1990 წლის მაისიდან 1994 წლის იანვრამდე იგი იტალიის ელჩად მსახურობდა კანადაში. ამის შემდეგ იგი ნატოს გენერალური მდივნის მოადგილე გახდა, რის შემდეგაც ორჯერ მცირე ხნით იკავებდა გენერალური მდივნის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობას. პირველად მან მანფრედ ვერნერი ჩაანაცვლა 1994 წლის 13 აგვისტოს, მას შემდეგ, რაც ამ უკანასკნელმა კიბოს უკანასკნელ სტადიაზე მყოფმა თანამდებობა დატოვა. 1994 წლის 17 ოქტომბერს იგი ვილი კლაასმა შეცვალა, რომელიც 1995 წლის 20 ოქტომბერს გადადგა მას შემდეგ, რაც მისი პოლიტიკური კორუფცია გამოაშკარავდა.

ბალანძცინომ, რომელიც კვლავ მოადგილის პოსტს დაუბრუნდა, ორგანიზაციის ხელმძღვანელობა ხელახლა ჩაიბარა, სანამ 1995 წლის 5 დეკემბერს მას ხავიერ სოლანა შეცვლიდა.[2]

საგაზაფხულო პერიოდში იგი ასწავლიდა ჩიკაგოს ლოიოლას უნივერსიტეტის რომის ცენტრში.[3]

  1. ↑ SERGIO SILVIO BALANZINO - Scheda Defunto - Necrologi Corriere della Sera.
  2. 1 2 3 NATO Deputy Secretary General. NATO. ციტირების თარიღი: 12 December 2010.
  3. ↑ FACULTY DIRECTORY 2008-2009. LOYOLA UNIVERSITY CHICAGO. დაარქივებულია ორიგინალიდან — 16 March 2009. ციტირების თარიღი: 12 December 2010.