სერგო ჯაიანი
Jump to navigation
Jump to search
სერგო ჯაიანი (დ. 23 აპრილი, 1928, სოხუმი — გ. 22 იანვარი, 1990) — ქართველი ტანმოვარჯიშე. მსოფლიოს სტუდენტთა თამაშების მეორე პრიზიორი ბჯენით ხტომებში (1954), სსრკ ორგზის ჩემპიონი (1954 — ბჯენითი ხტომები, 1955 — ღერძზე ვარჯიში), ორგზის მეორე (1951 — თავისუფალი ვარჯიში, 1953 — ბჯენითი ხტომები) და ორგზის მესამე (1951 — ბჯენითი ხტომები, 1954 — თავისუფალი ვარჯიში) პრიზიორი. სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი, საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი, საერთაშორისო კატეგორიის მსაჯი. მწვრთნელები — გ. ეგნატაშვილი და გ. ჭილაია. 1957 წელს დაამთავრა სოხუმის პედაგოგიური ინსტიტუტი.
საერთო შედეგები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
დისციპლინა | ადგილმდებარეობა | ტურნირი | ადგილი |
---|---|---|---|
სპორტული ტანვარჯიში | ![]() |
მსოფლიო ჩემპიონატი 1954 | ![]() |
სპორტული ტანვარჯიში | ![]() |
მსოფლიო ჩემპიონატი 1954 | ![]() |
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ენციკლოპედია „თბილისი“, გვ. 1002, თბ., 2002 წელი.
- ელგუჯა ბერიშვილი, ქართული სპორტის ოქროს წიგნი, გვ. 171, თბილისი: პალიტრა L, 2013.
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- სერგო ჯაიანი — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
- სერგო ჯაიანი — ბიოგრაფიული ლექსიკონი
- სერგო ჯაიანი — ქართული სპორტი