სერგო ჩახუნაშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

სერგო ჩახუნაშვილი (დ. 1897 — გ. 1968) — ქართველი ქირურგი, მედიცინის მევნიერებათა დოქტორი, პროფესორი. გამოჩენილი ექიმის, პროფესორ ოთარ ჩახუნაშვილის მამა.

დაიბადა სოფელ ქვედა ვანში 1897 წელს, ივლიანე ჩახუნაშვილის ოჯახში. 1924 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი. პროფესორ ნიკოლოზ კახიანის მოწაფე. მედიცინის მევნიერებათა დოქტორი, სადისერტაციო შრომა — „Экспериментальные исследования о воспалительных изменениях червеобразного отростка“ (1940), საკანდიდატო დისერტაცია — „ერითროციტების დალექვის რეაქციის ცვალებადობა ოპერაციის შემდგომ პერიოდში“ (1937). თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტის საფაკულტეტო ქირურგიის კათედრის პროფესორი, მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე.

სერგო ჩახუნაშვილის სახელი მინიჭებული აქვს ქუჩას ქალაქ ვანში, სადაც იგი დაიბადა და აღიზარდა. ასევე მის სახელს ატარებდა ვანის რაიონული პოლიკლინიკა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • გიორგაძე, შიო (2005). ვანი და ვანელები. ქუთაისი: საგამომცემლო ცენტრი, გვ. 144-145. ISBN 99940-796-3-8. 

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]