შინაარსზე გადასვლა

სერგო ტეფნაძე

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სერგო ტეფნაძე
დაბ. ადგილი სსრკ[1]
მოქალაქეობა  სსრკ
 საქართველო
საქმიანობა ინჟინერი, მეცნიერი და მფრინავი

სერგო ტეფნაძე (დ.29 აგვისტო, 1956, ადიგენი, საქართველო) — ქართველი ინჟინერი, მეცნიერი, მფრინავი.

დაიბადა ადიგენში. 1975 წელს დაამთავრა თბილისის მანქანათმშენებლობის ტექნიკუმი, თვითმფრინავების რადიოელექტრონული მოწყობილობების სპეციალობით. 1984 წელს ჩააბარა კიევის სამოქალაქო ავიაციის საინჟინრო ინსტიტუტში. მოსკოვის სამოქალაქო ავიაციის საინჟინრო ინსტიტუტის ასპირანტურა დაამთავრა 1990 წელს. 1975 წელს იყო თბილისის აეროპორტის საავიაციო-ტექნიკური ბაზის ავიატექნიკოსი. 1975-1977 წლებში იმყოფებოდა სამხედრო-სავალდებულო სამსახურში. 1984–1992 წლებში იყო თბილისის გაერთიანებული ავიარაზმი წევრი, მფრინავი, ინჟინერ-ინსტრუქტორი, პარალელურად საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის თვითმფრინავმშენებლობის კათედრის დოცენტი. შესრულებული აქვს 7000-ზე მეტი უავარიო ფრენა-საათი. 1992–2005 წლებში დაკავებული ქონდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საავიაციო ინსტიტუტის დირექტორის პოზიცია. პარალელურად ჟურნალ "საჰაერო ტრანსპორტი"-ს მთავარი რედაქტორი. 2005 წლიდან არის საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის რექტორი. მრავალი სამეცნიერო სტატიის, მონაგრაფიის, სახელმძღვანელოს ავტორი, საგრანტო პროექტების მონაწილე და ძირითადი შემსრულებელი. კემბრიჯის საერთაშორისო ცენტრის მიერ საგანმანათლებლო სფეროში გაწეული ღვაწლისათვის დაჯილდოებულია დიპლომითა და მედლით. ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. საკანდიდატო დისერტაცია დაიცვა 1990 წელს.მისი სადოქტორო დისერტაციის თემა - "საჰაერო ხომალდების ფრენის უსაფრთხოების შეფასების მეთოდოლოგია აფრენა–დაფრენის ეტაპებზე საექსპლუატაციო ფაქტორების გათვალისწინებით და მათემატიკური მოდელირების გამოყენებით", დაიცვა 1999 წელს.[2]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/სერგო_ტეფნაძე“-დან