შინაარსზე გადასვლა

სერგო ჟორჟოლიანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ჟორჟოლიანი.

სერგო მაქსიმეს ძე ჟორჟოლიანი (დ. 1889, ოზურგეთი — გ. 1964) — ქართველი ადვოკატი, ანტისაბჭოთა მოღვაწე.

დაიბადა მაქსიმე ჟორჟოლიანის მრავალშვილიან ოჯახში. დაამთავრა ქუთაისის კლასიკური გიმნაზია. ივანე ნაკაშიძის დაფინანსებით სწავლობდა სანქტ-პეტერბურგის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე. აქტიურად იყო ჩაბმული ილია ჭავჭავაძის მიერ დაარსებული ქართველთა სათვისტომოს საქმიანობაში. პირველი მსოფლიო ომის დროს მობილიზებული იყო რუსთის იმპერიის არმიაში. იყო წითელი ჯვრის საზოგადოების წევრი. იყო პეტროგრადის მუშათა და ჯარისკაცთა საბჭოს წევრი. 1918 წლის გაზაფხულზე მონაწილეობდა ოსმალეთის იმპერიასა და ამიერკავკასიის ფედერაციას შორის კავკასიის ფრონტის ბრძოლებში. 1918 წლიდან იყომთავრობის თავმჯდომარის, ნოე ჟორდანიას, საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს დამფუძნებელი კრების საქმეთა მმართველი. 1921 წელს დარჩა საქართველოში და ჩაერთო წინააღმდეგობის მოძრაობაში, რის გამოც დააპატიმრეს 1923 წელს.. შემდგომ წლებში მუშაობდა ადვოკატად, იყო დამცველთა კოლეგიის წევრი. 1937 წელს ისევ დააპატიმრეს და გადაასახლეს „შრომა-გასწორების“ კოლონიაში. გადასახლებაში მაგადანზე გაატარა 12 წელიწადში. შემდეგ დაბრუნდა თბილისში და მუშაობდა ფილარმონიის იურისტკონსულტად. დ

დაკრძალულია ვერის სასაფლაოზე.

  • ხვადაგიანი ი., საქართველოს პოლიტიკური წითელი ჯვარი, თბ.: SOVLAB, 2016. — გვ. 182, ISBN 978-9941-0-9317-3.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]