სერგო თაბაგარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

სერგო თაბაგარი (დ. 9 მაისი, 1946) — ქართველი ექიმი და მეცნიერი.

1970 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი.

1971–1973 წლებში იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ბიოქიმიის კათედრის ასპირანტი. 1973–1983 წლებში ამავე კათედრის ასისტენტი. 1983–1996 წლებში დოცენტი. 1992 წლიდან — უმაღლესი სამედიცინო სკოლის „აიეტის“ ბიოქიმიის კათედრის გამგე. 1996 წლიდან აღნიშნული სკოლის დეკანი. არის 75-მდე სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, მისი ხელმძღვანელობით დაცულია 4 საკანდიდატო დისერტაცია, აგრეთვე ხელმძღვანელობდა სამაგისტრო ნაშრომს(უნგრეთი). მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა — „გულის კუნთის ფერმენტული ადაპტაცია ჟანგბადის უკმარისობის დროს ექსპერიმენტში“, დაიცვა 1976 წელს.

რესურდები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]