სერგო დუმბაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სერგო დუმბაძე
დაბ. თარიღი 20 აპრილი, 1937(1937-04-20) (86 წლის)
დაბ. ადგილი ბაკო
საქმიანობა პედაგოგი, მეცნიერი, ისტორიკოსი

სერგო დუმბაძე (დ. 20 აპრილი, 1937, ბაკო, ხულოს მუნიციპალიტეტი) — ქართველი ისტორიკოსი, მეცნიერი, პედაგოგი. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-ემერიტუსი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი (2003), პროფესორი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1961 წელს დაამთავრა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტი.

მუშაობდა პედაგოგად ხულოს რაიონის სოფელ თხილვანის არასრულ საშულო სკოლაში; 1970 წელს პედაგოგიურ ინსტიტუტში იწყებს მუშაობას კათედრის ლაბორანტად, შემდეგ იყო უფროსი მასწავლებელი, კათედრის დოცენტი, პროფესორი, კათედრის გამგე და ფაკულტეტის დეკანი. მან დაწერა წიგნი „სელიმ ხიმშიაშვილის სტრატეგიული მიზანი და მისი განხორციელების გზები“. მეცნიერმა განსაკუთრებით დიდი დრო დაუთმო მეორე მსოფლიო ომში აჭარიდან წარგზავნილთა გმირობის გაშუქებას „აჭარა მეორე მსოფლიო ომის პერიოდში“. ნაშრომი „წარუშლელი ფურცელი“, ეძღვნება ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ღვაწლს მეორე მსოფლიო ომის წლებში; 2007 წელს გამოცსა მონოგრაფია „ისინი იბრძოდნენ ავღანეთში“ - ავღანეთში მებრძოლი ქართველების შესახებ, ხოლო 2004 წელს საქართველოში პირველად გამოაქვეყნა მონოგრაფია „კავშირგაბმულობა და ფოსტა აჭარაში“, რომელშიც ამ დარგის ხელმძღვანელთა და თანამშრომელთა ღვაწლი წარმოაჩინა; ავტორია პუბლიცისტური წერილებისა: „სოფელი ბაკო“ - ისტორიულ-ეთნოგრაფიული დახასიათება, „სელიმ ხიმშიაშვილი - საქართველოს ერთიანობისათვის წამებული რაინდი“, „იტალიელი მეცნიერი აჭარის შესახებ“, „დედაენის როლი საქართველოს ერთიანობისათვის ბრძოლაში“, „აბუსერისძე ტბელის თხზულების ზოგიერთი გეოგრაფიული სახელის შესახებ“, ეტიმოლოგიურად ახსნილია „ხიხა“, „ხიხათა“, „ხიხანი“, „შუარტყალა“, „ხიხაძირი“, „ქოჩახი“, „ერდო“ და სხვა.

ჯილდოები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • იაკობ გოგებაშვილის სახელობის პედაგოგთა კავშირის მედალი და საპატიო სიგელი
  • აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საპატიო სიგელი

ბიბლიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • დაუვიწყარი პედაგოგი : სკენდერ ბაჯელიძის ცხოვრება და პედაგოგიური მოღვაწეობა, ბთ., ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწ. უნ-ტი, 2017 ISBN 9789941462436
  • პედაგოგი, მეცნიერი, საზოგადო მოღვაწე : მიხეილ სტამბოლიშვილი, ბთ., ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწ. უნ-ტი, 2016 ISBN 9789941462221
  • აჭარა მეორე მსოფლიო ომის პერიოდში (1939-1945 წწ), ბთ., შოთა რუსთაველის სახელმწ. უნ-ტის გამ-ბა, 2011 ISBN 9789941412868
  • სახელოვანი ხიხანელი : პედაგოგი მეჯიდ გაბაიძე, ბთ., ინოვაცია, 2008 ISBN 9789941902970
  • აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სკოლა ფაშიზმის წინააღმდეგ ბრძოლის პერიოდში (1941-1945 წ.წ.), ბთ., ბათუმის უნ-ტი, 2002 ISBN 9992848944

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ჯაფარიძე ი., საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006, თბ., 2012, გვ. 410

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]