სერგო გუნია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

სერგო უშანგის ძე გუნია (დ. 13 აპრილი, 1907, სოფ. ზანათი, ახლანდ. აბაშის მუნიციპალიტეტი, — გ. 4 მაისი, 1977, თბილისი) — ქართველი გეოფიზიკოსი, ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი (1962), პროფესორი (1963), საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1967).

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკა–მათემატიკის ფაკულტეტი 1932 წელს. 1932-1962 წლებში მუშაობდა თბილისის გეოფიზიკურ ობსერვატორიაში, ამიერკავკასიის ჰიდრომეტეოროლოგიურ ინსტიტუტში. 1962-1977 წლებში იყო საქართველოს სასოფლო–სამეურნეო ინსტიტუტის ფიზიკის კათედრის გამგე. იკვლევდა ატმოსფერული ფიზიკის საკითხებს. მის მიერ დამუშავებულ ელჭექის პროგნოზის მეთოდს იყენებენ სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში ჰიდრომეტეროლოგიური სამსახურების ოპერატიულ ქსელში.

ბიბლიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ფიზიკის სალექციო კურსი, ნაწ. 3, თბ., 1972 (თანაავტ. ბ. გურგენიძე);
  • Грозовые процессы в условиях Закавказья, Л., 1960;
  • Учет гор и трения в двухуровенной модели для прогноза метеорологических элементов в условиях Кавказа, «Труды Закавказского н.-и. гидрометеорологического ин-та», 1965, в.19 (25) (თანაავტ. В.П. Садоков).

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]