სერგი გვარჯალაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
სერგი გვარჯალაძე

სერგი გვარჯალაძე (დ. 13 ნოემბერი, 1967[1]) — ქართველი ჟურნალისტი, პროდიუსერი, მუსიკოსი, ტელეწამყვანი, ტელერეჟისორი.

ქართველი ტელე-მაყურებლისათვის იგი ცნობილია, როგორც ტელეწამყვანი, თუმცა ამავე დროს კერძო, დამოუკიდებელ მედია საპროდუქციო კომპანიას ხელმძღვანელობს. მისი ხელმძღვანელობით კომპანიამ რამდენიმე ქართული სატელევიზიო პროდუქტი („კომუნიკატორი“, „ჯეო-პოპი“, „ვაკანსია“) დაამზადა ტელეკომპანიებისათვის „პირველი არხი“ (საზოგადოებრივი მაუწყებელი) და „რუსთავი 2“. სერგი ყველა ამ გადაცემის კონცეფციის ავტორი, წამყვანი და პროდიუსერი იყო.

2005 წელს მან სრულმეტრაჟიან დოკუმენტალისტიკაში სცადა ძალები, როგორც ავტორმა და რეჟისორმა. 52-წუთიანი დოკუმენტური ფილმი „ელექტრონავტები“, 2005 ბოლოს საზოგადოებრივი მაუწყებლობის ეთერში იქნა პირველად წარმოდგენილი. აქვს სხვა დოკუმენტური ფილმებიც. 2012 წელს გამოვიდა დოკუმენტური ფილმი გლდანის შესახებ, „პლანეტა გლდანი“.[2]

სატელევიზიო მოღვაწეობის გარდა, სერგი ქართული რადიოსადგურებისათვის („ფორტუნა“ და „ფორტუნა+“) ორ საავტორო რადიოგადაცემას („მიუზიქჰოლი“ და „მუზორამა“) ამზადებდა. წარსულში ლოკალური რადიოსადგურისათვის „Antenne Münster“, გერმანულ ქალაქ მიუნსტერში ამზადებდა გადაცემას „Lametta“.

სერგი ასევე აქტიურია მედია-კონსულტაციის დარგში, თანამშრომლობს რა კომპანიებთან „ჯეოსელი“ და „აჭარა მიუზიქჰოლი“. კონსულტაციებს უწევდა „ფონდ ღია საზოგადოება - საქართველოს“ დასაქმების პროექტს, ხოლო 2006 წლის ივნისიდან ის პროექტის „ჩვენ ერთი გუნდი ვართ“ ერთ-ერთი ხელმძღვანელი იყო. ეს პროექტი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის დაკვეთით გაკეთდა და საქართველოს ნაკრების და მის გულშემატკივართა მხარდამჭერ საინფორმაციო კამპანიას ითვალისწინებდა. ამავე პროექტის ფარგლებში სერგის მიერ გადაღებული იქნა 56-წუთიანი დოკუმენტური ფილმი „ერთი გუნდი“.

2006 წლის სექტემბრიდან სერგი ქართული ყოველთვიური მუსიკალური ჟურნალის „ოზონი“ მთავარ რედაქტორად მოღვაწეობდა. ჟურნალის გამოცემა 2007 წლის გაზაფხულზე შეწყდა.

ტელეარხ ПИК-ზე სერგი ამზადებდა გადაცემას „პოპ-მოპედი“.

2013 წლის აპრილიდან „იმედის“ ეთერში გადის სერგის საავტორო გადაცემა „იმედიატორი“. ეს არის ღამის შემეცნებითი-გასართობი გადაცემა, რომელიც დაკომპლექტებულია სიუჟეტით, მუსიკალური რგოლებით, საკონცერტო სესიებით, მოკლემეტრაჟიანი ფილმებით და ინტერვიუებით სტუმრებთან.[3]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]