სერგეი შნუროვი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
სერგეი შნუროვი
რუს. Сергей Шнуров
Шнур
Ленинград в Калининграде 2019 22.jpg
5 ივნისი, 2019 წელი
ბიოგრაფია
დაბ. თარიღი 13 აპრილი, 1973 (1973-04-13) (48 წლის)
დაბ. ადგილი ლენინგრადი, რსფსრ, სსრკ
წარმოშობა რუსეთის დროშა რუსეთი
ჟანრ(ებ)ი სკა, სკა-პანკი, ჰარდ-როკი, პანკ-როკი, რუსული შანსონი, ქურდული სიმღერა
საქმიანობა მომღერალი, პოეტი, კომპოზიტორი, მსახიობი, მხატვარი, შოუმენი, ტელეწამყვანი, გიტარისტი, როკ-მუსიკოსი, ავტორ-შემსრულებელი, კინო კომპოზიტორი, ბას-გიტარისტი, კონტრაბასისტი, მევიოლინე, მედიამენეჯერი და საზოგადო მოღვაწე
ინსტრუმენტ(ებ)ი გიტარა, ბას-გიტარა, კონტრაბასი, ვიოლინო[1], კლავიშებიანი[2], პერკუსია[2]
აქტიური 1991 — ამ დრომდე
ასოციაციები "Рубль"
"Ленинград"
ჯილდოები პრემია „ნიკა“ და Golden Gramophone Award
სერგეი შნუროვი ვიკისაწყობში

სერგეი ვლადიმირის ძე შნუროვი (ფსევდონიმი — Шнур; დ. 13 აპრილი, 1973, ლენინგრადი, რსფსრ, სსრკ)[3] — რუსი როკ-მუსიკოსი, პოეტი, კინომსახიობი, ტელეწამყვანი, მხატვარი და საზოგადო მოღვაწე. მუსიკალური ჯგუფების, „ლენინგრადისა“ და „რუბლის“ ლიდერი. ტელეარხ RTVi-ის გენერალური პროდიუსერი (2020 წლის 29 ივნისიდან)[4], „ზრდის პარტიის“ თანათავმჯდომარე[5].

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სერგეი შნუროვი 1973 წლის 13 აპრილს ლენინგრადში დაიბადა. სწავლობდა 564-ე საშუალო სკოლაში[6], შემდეგ ლენინგრადის საინჟინრო-სამშენებლო ინსტიტუტში ჩააბარა, მაგრამ არ გაუგრძელებია და სწავლა სარესტავრაციო ლიცეუმში გააგრძელა, რომელიც მეოთხე რანგის ხის ნაკეთობათა რესტავრატორის სპეციალობით დაამთავრა. ლიცეუმის შემდეგ, თეოლოგიურ ინტიტუტში (სასწავლო დაწესებულება, ინგრიის ევანგელისტურ-ლუთერანული ეკლესიის პატორებისა და სამრევლო აქტივების გადამზადებისვის) ფილოსოფიის ფაკულტეტზე ჩააბარა, სადაც სამი წელი სწავლობდა[7].

მუშაობდა მტვირთავად, საბავშვო ბაღის დარაჯად, მინის მჭრელად, მჭედლად, მედურგლედ, დიზაინერად სარეკლამო სააგენტოში, ვიდეოკლიპების გადაღების ასისტენტად და სხვ[8].

1991 წელს მუსიკოსი გახდა, რომელიც ჯერ კიდევ ბავშვობაში როკ-მუსიკით იყო გატაცებული. თავისი მუსიკალური კარიერა დაიწყო პროექტით „ალკორეპიცა“, რომელიც პირველი რუსული ჰარდკორ-რეპ-პროექტი იყო.

1997 წლის 9 იანვარს, შეიქმნა მუსიკალური ჯგუფი „ლენინგრადი“.

სერგეი შნუროვი, 2003 წელი

2008 წლის 26 სექტემბერს, მუსიკოსმა შექმნა მუსიკალური ჯგუფი „რუბლი“[9].

მუსიკოსი სიმღერებს სკას, პანკ-როკისა და რუსული შანსონის ჟანრში ასრულებს. ის საკუთარ სიმღერებში ყველგან არანორმატიულ ლექსიკას იყენებს. ნიურნბერგში გამართულ კონცერტში სცენაზე შიშველიც კი გამოვიდა. რამდენიმე მსგავსი გამოსვლა ჰქონდა რუსეთში გამართულ კონცერტებშიც.

სერგეი შნუროვი, სხვადასხვა რუსულ ტელეარხზე მუშაობდა ტელე- და თანაწამყვანად. მრავალ ფილმში აქვს მონაწილეობა მიღებული. ასევე დაკავებულია აუდიოწიგნების, მულტფილმების, ფილმებისა და სხვათა გახმოვანებით.

2019 წლის თებერვლიდან, რუსეთის სახელწიფო დუმის ფედერალური კრების კულტურის კომიტეტის საზოგადოებრივი საბჭოს წევრია[10].

დისკოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჯგუფი „ლენინგრადი“, 2016

ჯგუფთან „ლენინგრადი“[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ალბომები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • 1999 — Пуля
  • 1999 — Мат без электричества
  • 2000 — Дачники
  • 2001 — Маде ин жопа
  • 2001 — Пуля +
  • 2002 — Пираты XXI века
  • 2002 — Точка
  • 2003 — Для миллионов
  • 2004 — Бабаробот
  • 2005 — Huinya (The Tiger Lillies-თან ერთად)
  • 2005 — Хлеб
  • 2006 — Бабье лето
  • 2007 — Аврора
  • 2011 — Хна
  • 2011 — Вечный огонь
  • 2012 — Рыба
  • 2012 — Вечерний Ленинград
  • 2014 — Пляж наш
  • 2014 — Фарш
  • 2018 — Всякое

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Сергей Шнуров: Обещал пить каждый день и слово держу. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-03-22. ციტირების თარიღი: 2013-01-29.
  2. 2.0 2.1 Сергей Шнуров — «Лютик» (альбом) скачать бесплатно mp3 | Официальный сайт группы Ленинград | Новые альбомы: «Рыба», «Вечерний Ленинград». დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-01-24. ციტირების თარიღი: 2013-01-29.
  3. Биография Сергея Шнурова. РИА Новости (2013-04-13).
  4. Шнуров стал генеральным продюсером RTVI // РБК, 29.06.2020
  5. Шнуров стал сопредседателем Партии роста. ციტირების თარიღი: 2020-07-17.
  6. В Петербурге отремонтировали школу, где учился Сергей Шнуров — Новости строительства Санкт-Петербурга — Канонер. kanoner.com. ციტირების თარიღი: 2018-06-15.
  7. Николаевич С. Сергей Шнуров: Главное — создать миф // Сноб. — 05.09.2016. — № 04 (88).
  8. Сергей Шнуров отмечает сегодня 45-летие.. ციტირების თარიღი: 2020-06-30.
  9. Шнуров назвал условие для продолжения концертов «Ленинграда». ციტირების თარიღი: 2020-06-30.
  10. Шнуров стал членом совета при комитете Госдумы по культуре // lenta.ru, 26.02.2019