სერგეი სტეპაშინი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
სერგეი სტეპაშინი

სერგეი სტეპაშინი (რუს. Серге́й Вади́мович Степа́шин; დ. 2 მარტი, 1952, პორტ-არტური) — რუსი სახელმწიფო და პოლიტიკური მოღვაწე.

კონტრდაზვერვის ფედერალური სამსახურის მეორე და ბოლო დირექტორი (1994-1995), უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის პირველი დირექტორი (1995). რუსეთის ფედერაციის იუსტიციის მინისტრი (1997-1998), რუსეთის ფედერაციის შინაგან საქმეთა მინისტრი (1998-1999). რუსეთის ფედერაციის მთავრობის თავმჯდომარე (199 წლის მაისიდან აგვისტომდე). რუსეთის მრიცხველი პალატის თავმჯდომარე (2000-2013). იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, გენერალ-პოლკოვნიკი. რუსეთის იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე.[1] 2007 წლიდან პალესტინის მართლმადიდებლური იმპერატორული საზოგადოების თავმჯდომარე. 2014 წლიდან არის „საცხოვრებელ-კომუნალური მეურნეობის რეფორმირების მხარდაჭერის ფონდის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე. 2017 წლიდან არის არაკომერციული ფონდის, „შიდა აუდიტორების ინსტიტუტის“ საბჭოს წევრი.[2]

კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1973-1981 წლებში მსახურობდა შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგან ჯარში. 1981-1990 წლებში ასწავლიდა შინაგან საქმეთა სამინისტროს უმაღლეს პოლიტიკურ სასწავლებელში. დაიცვა კანდიდატის დისერტაცია (თემა — „ლენინგრადის ხანძარსაწინააღმდეგო ფორმირებების პარტიული ხელმძღვანელობა დიდი სამამულო ომის წლებში“).[3][4] 1987 წელს გახდა საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის ისტორიის კათედრის გამგეს პირველი მოადგილე.

1987-1990 წლებში არაერთხელ იყო „ცხელ“ წერტილებში — ბაქოში, ფერგანაში, მთიან ყარაბაღში, სოხუმში. 1990-1993 წლებში იყო რსფსრ-ს სახალხო დეპუტატი, 1990 წლის ივნისში აირჩიეს რსფსრ-ს უზენაესი საბჭოს დეპუტატად და სათავეში ჩაუდგა ინვალიდების, ომისა და შრომის ვეტერანების, სამხედრო მომსახურეთა და მათი ოჯახების სოციალური დაცვის კომიტეტს. სტეპაშინი აგრეთვე იყო უზენაესი საბჭოს თავდაცვის საკითხების და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის წევრი (1991-1993).

სსრკ-ს და რსფსრ-ს პრეზიდენტების საერთო ბრძანების შედეგად დაფუძნებული კომიტეტის თავმჯდომარე გახდა. კომიტეტი იძიებდა სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის ქმედებებს „ГКЧП“-ს არსებობის დროს.[5] 1991 წლის ნოემბრიდან 1992 წლის იანვრამდე იყო რსფსრ-ს ფედერალური უსაფრთხოების სააგენტოს გენერალური დირექტორის მოადგილე.[6][7] 1991 წლის 12 დეკემბერს, რსფსრ-ს უზენაესი საბჭოს წევრის რანგში, მხარი დაუჭირა ბელოჟევსკის შეთანხმების რატიფიკაციას და შესაბამისად, სსრკ-ს დაშლას.[8][9]

1992 წლის იანვარ-ოქტომბერში იყო რუსეთის უშიშროების მინისტრის მოადგილე[10][11] (თუმცა, დატოვა თანამდებობა უზენაესი სასამართლოს რეკომენდაციით[12]). 1993 წლის კონსტიტუციური კრიზისის დროს მონაწილეობდა მოლაპარაკებებში პრეზიდენტის და თავმჯდომარის მხარეზე პრობლემის ე.წ „ნულოვანი მოგვარების“ შეთავაზებით. 1993 წლის სექტემბერ-დეკემბერში დაინიშნა უშიშროების მინისტრის პირველი მოადგილე.[13][14]

1993 წლის დეკემბრიდან 1994 წლის მარტამდე იყო კონტრდაზვერვის ფედერალური სამსახურის დირექტორის პირველი მოადგილე.[15]

1994 წლის 3 მარტიდან 1995 წლის 30 ივნისამდე იკავებდა კონტრდაზვერვის ფედერალური სამსახურის დირექტორი.[16] ბუდიონოვკის ტერაქტის შემდეგ, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ბრძანებით, სტეპაშინმა, საკუთარი სურვილით, დატოვა თანამდებობა.[17][18]

1994 დაიცვა სადოქტორი დისერტაცია („რუსეთის ფედერაციის უშიშროების უზრუნველყოფის თეორიულ-სამართლებრივი ასპექტები“).[19]

1995 წლის 10 ნოემბრიდან დაინიშნა მთავრობის აპარატის ადმინისტრაციული დეპარტამენტის ხელმძღვანელად. 1996-1998 წლებში იყო რუსეთის ფედერაციის თავდაცვის საბჭოს წევრი. 1997 წლის ივლისიდან 1998 წლის მარტამდე იყო რუსეთის ფედერაციის იუსტიციის მინისტრი.[20][21] 1998 წლის 28 აპრილიდან გახდა შინაგან საქმეთა მინისტრი.[22] 1999 წლის 27 აპრილს დაინიშნა რუსეთის ფედერაციის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ.[23]

1999 წლის 12 მაისიდან დაინიშნა რუსეთის ფედერაციის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებლად,[24] იმავე წლის 19 მაისიდან 9 აგვისტომდე იყო რუსეთის ფედერაციის მთავრობის თავმჯდომარე.[25][26] ამ პოსტზე იგი ჩაანაცვლა ვლადიმერ პუტინმა.

1999 წლის 19 დეკემბერს აირჩიეს სახელმწიფო დუმას დეპუტატად. 2000 წლის 26 იანვრიდან იყო სახელმწიფო დუმას უშიშროების კომიტეტის წევრი, 2000 წლის 23 თებერვალს დაინიშნა კორუფციასთან ბრძოლის კომისიის თავმჯდომარე. დეპუტატის უფლებამოსილებანი დროზე ადრე შეუწყდა 2000 წლის 26 აპრილს, მრიცხველი პალატის ხელმძღვანელად დანიშვნის გამო.

2013 წლის 20 სექტემბრამდე იყო მრიცხველი პალატის თავმჯდომარე.[27]

2008 წლის მაისში მონაწილეობა მიიღო რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის საზოგადოებრივი მეცნიერების განყოფილების წევრ-კორესპონდენტის არჩევნებში. არჩევნებს დიდი სკანდალი მოჰყვა:[28] სტეპაშინის გარდა, არჩევნებში მონაწილეობას იღებდნენ ათეულობით ბიზნესმენები და ჩინოვნიკები: ანდრეი ბელოუსოვი, გარეგინ ტოსუნიანი და სხვები. აკადემიკოსებმა ჩათვალეს, რომ „VIP პერსონების“ დიდი წილი მათ დისკრედიტაციას მოახდენდა და ამიტომ, ყველა მათგანს საწყის ეტაპზევე უთხრეს უარი.[29] 2013 წელს კვლავ მიიღო მონაწილეობა მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტის არჩევნებში,[30] რომლებიც, თუმცა, არ ჩატარდა, სახელმწიფო მეცნიერებათა აკადემიის რეფორმასთან დაკავშირებით.[31]

ოჯახი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • მეუღლე, თამარა სტეპაშინა არის რუსეთის ფედერაციის დამსახურებელი ეკონომისტი.[32][33] მის საკუთრებაში იყო „სამრეწველო-სამშენებლო ბანკის“ აქციების პაკეტა, რომელთა მიახლოებითი ფასი, სხვადასხვა შეფასებებით, იყო 30 მილიონი დოლარი.[34] 2005 სტეპაშინამ აქციები სახელმწიფო ბანკ „ВТБ“ მიჰყიდა.[35] ფულადი ანაზღაურების გარდა, სტეპაშინა დაინიშნა ბანკის უფროს ვიცე-პრეზიდენტად.[36]
  • შვილმა, ვლადიმერ სტეპაშინმა (დ. 1975) 1998 წელს დაამთავრა სანქტ-პეტერბურგის ეკონომიკისა და ფინანსების სახელმწიფო უნივერსიტეტი.

ჯილდოები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • „სამშობლოს წინაშე დამსახურებების“ ორდენი, მეორე ხარისხის (2007 წლის 2 მარტი) — სახელმწიფოს ფინანსური კონტროლის განყარებასა და განვითარებაში შეტანილი დიდი წვლილისთვის;[37]
  • „სამშობლოს წინაშე დამსახურებების“ ორდენი, მესამე ხარისხის (2002 წლის 2 მარტი) — რუსული სახელმწიფოებრიობის განმტკიცებაში შეტანილი დიდი წვლილისთვის და მრავალწლიანი, კეთილსინდისიერი სამსახურისთვის;[38]
  • „სამშობლოს წინაშე დამსახურებების ორდენი“, მეოთხე ხარისხის (2012 წლის 28 თებერვალი) — სახელმწიფოს წინაშე დამსახურებებისთვის და ნაყოფიერი საზოგადოებრივი მოღვაწეობისთვის;[39]
  • ალექსანდრე ნეველის ორდენი (2014)[40]
  • „სიმამაცის ორდენი“ (1998 წლის 28 დეკემბერი) — კანონიერების და სამართალდაცვის განმტკიცებაში შეტანილი დიდი წვლილისთვის და ამ დროს გამოვლენილი სიმამაცისთვის;[41]
  • პეტრე სტოლიპინის მედალი, მეორე ხარისხის (2012 წლის 13 მარტი) — ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგიული ამოცანების ამოხსნაში შეტანილი დიდი წვლილისთვის და მრავალწლიანი სახელმწიფო სამსახურისთვის.[42]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Председатель Ассоциации юристов России — Степашин Сергей Вадимович
  2. Институт внутренних аудиторов. www.iia-ru.ru. წაკითხვის თარიღი: 2017-07-03.
  3. Личная биографическая справка
  4. Каталог РНБ
  5. «Аргументы и факты», № 33 (1086) от 15.08.2001
  6. Указ Президента РСФСР от 26.11.1991 г. № 234 «О руководителях Агентства федеральной безопасности РСФСР»
  7. Указ Президента Российской Федерации от 24.01.1992 г. № 42 «Об образовании Министерства безопасности Российской Федерации»
  8. Бабурин С. Н. На гибель Советского Союза № 5/2006 2006 Архив | Национальные интересы
  9. V.Pribylovsky, Gr.Tochkin. Kto i kak uprazdnil SSSR
  10. Указ Президента Российской Федерации от 24.01.1992 г. № 43 «О руководителях Министерства безопасности Российской Федерации»
  11. РАСПОРЯЖЕНИЕ Президента РФ от 05.10.1992 г. № 554-рп «О заместителе Министра Безопасности Российской Федерации»
  12. Постановление Верховного Совета Российской Федерации от 25.09.1992 г. № 3546-1 «О председателе Комитета Верховного Совета Российской Федерации по вопросам обороны и безопасности»
  13. РАСПОРЯЖЕНИЕ Правительства РФ от 23.09.1993 N 1682-р «О ПЕРВОМ ЗАМЕСТИТЕЛЕ МИНИСТРА БЕЗОПАСНОСТИ РОССИЙСКОЙ ФЕДЕРАЦИИ»
  14. УКАЗ Президента РФ от 21.12.1993 N 2233 «ОБ УПРАЗДНЕНИИ МИНИСТЕРСТВА БЕЗОПАСНОСТИ РОССИЙСКОЙ ФЕДЕРАЦИИ И СОЗДАНИИ ФЕДЕРАЛЬНОЙ СЛУЖБЫ КОНТРРАЗВЕДКИ РОССИЙСКОЙ ФЕДЕРАЦИИ»
  15. РАСПОРЯЖЕНИЕ Президента РФ от 21.12.1993 N 776-рп «О СТЕПАШИНЕ С. В.»
  16. УКАЗ Президента РФ от 03.03.1994 N 444 «О С. В. СТЕПАШИНЕ»
  17. УКАЗ Президента РФ от 30.06.1995 N 658 «О СТЕПАШИНЕ С. В.»
  18. Speakercom.ru. (15.06.2015) Степашин: Спецслужбы знали о возможном «походе» Басаева, но сработал русский авось.
  19. Каталог РНБ
  20. УКАЗ Президента РФ от 02.07.1997 N 670 «О МИНИСТРЕ ЮСТИЦИИ РОССИЙСКОЙ ФЕДЕРАЦИИ»
  21. УКАЗ Президента РФ от 30.03.1998 N 312 «О СТЕПАШИНЕ С. В.»
  22. УКАЗ Президента РФ от 28.04.1998 N 467 «О СТЕПАШИНЕ С. В.»
  23. УКАЗ Президента РФ от 27.04.1999 N 530 «О ПЕРВОМ ЗАМЕСТИТЕЛЕ ПРЕДСЕДАТЕЛЯ ПРАВИТЕЛЬСТВА РОССИЙСКОЙ ФЕДЕРАЦИИ — МИНИСТРЕ ВНУТРЕННИХ ДЕЛ РОССИЙСКОЙ ФЕДЕРАЦИИ»
  24. УКАЗ Президента РФ от 12.05.1999 N 580 «О ПРЕДСЕДАТЕЛЕ ПРАВИТЕЛЬСТВА РОССИЙСКОЙ ФЕДЕРАЦИИ»
  25. УКАЗ Президента РФ от 19.05.1999 N 611 «О ПРЕДСЕДАТЕЛЕ ПРАВИТЕЛЬСТВА РОССИЙСКОЙ ФЕДЕРАЦИИ»
  26. УКАЗ Президента РФ от 09.08.1999 N 1012 «О ПРЕДСЕДАТЕЛЕ ПРАВИТЕЛЬСТВА РОССИЙСКОЙ ФЕДЕРАЦИИ»
  27. Постановление Государственной Думы Федерального Собрания Российской Федерации от 20 сентября 2013 года № 2859-6 ГД «О Председателе Счётной Палаты Российской Федерации»
  28. В четверг станут известны имена новых академиков РАН Интерфакс 29 мая 2008 года
  29. Преображенский И., Рагозина Е., Шпигель М. Таких не берут в академики // Ведомости № 97 (2119), 29 мая 2008
  30. Имена кандидатов в действительные члены (академики) и члены-корреспонденты РАН // «Поиск», № 38 (1268) от 20.09.2013
  31. Постановление Президиума РАН «Об отмене проведения Общего собрания Российской академии наук в декабре 2013 г.» № 233 от 08.10.2013
  32. «Власть», «Родня во власти», 24 сентября 2007
  33. Должность указана в Указе Президента Российской Федерации от 25.01.2008 № 84, которым ей присвоено почётное звание
  34. Степашиной досталось 5 % питерского ПСБ «Ведомости», 24.11.2004
  35. Семья Степашиных заработала миллионы долларов «Ведомости», 06.04.2005
  36. Рейтинг журнала «Компания». Топ-13 наиболее влиятельных женщин в российской экономике
  37. Указ Президента Российской Федерации от 2 марта 2007 года № 266
  38. Указ Президента Российской Федерации от 2 марта 2002 года № 248
  39. Указ Президента Российской Федерации от 28 февраля 2012 года № 246
  40. Председатель наблюдательного совета государственной корпорации — Фонда содействия реформированию ЖКХ Сергей Степашин награждён Орденом Александра Невского
  41. Указ Президента Российской Федерации от 28 декабря 1998 года № 1652 «О награждении орденом Мужества Степашина С. В.»
  42. Распоряжение Правительства Российской Федерации от 13 марта 2012 года № 335-р «O награждении медалью Столыпина П. А. II степени Степашина С. В.»