სერგეი სიდორჩუკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სერგეი სიდორჩუკი
სიდორჩუკი 2018 წელს
პირადი მონაცემები
დაბადების
თარიღი
2 მაისი, 1991 (1991-05-02) (32 წლის)
დაბადების
ადგილი
ზაპორიჟია, უკრაინა
სიმაღლე 189 სმ[1]
სათამაშო
პოზიცია
ნახევარმცველი
საკლუბო ინფორმაცია
მიმდინარე
კლუბი
დინამო კიევი
ნომერი 5
ახალგაზრდული კარიერა
2004–2008 მეტალურგ ზაპორიჟია
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
2008–2011 მეტალურგ-2 ზაპორიჟია 17 (0)
2008–2013 მეტალურგ ზაპორიჟია 63 (4)
2013– დინამო კიევი 183 (17)
ეროვნული ნაკრები
2008–2009 უკრაინა 18 წლ. 7 (1)
2009–2010 უკრაინა 19 წლ. 11 (1)
2013– უკრაინა 47 (3)
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება

სერგეი ოლექსანდრის ძე სიდორჩუკი (უკრ. Сергій Олександрович Сидорчук; დ. 2 მაისი, 1991) — უკრაინელი ფეხბურთელი, გამოდის კიევის „დინამოსა“ და უკრაინის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების რიგებში. თამაშობს ნახევარმცველის პოზიციაზე.

საკლუბო კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კიევის „დინამოს“ რიგებში, 2015 წ.

მეტალურგ ზაპორიჟია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სიდორჩუკი ზაპორიჟიაში დაიბადა და ზაპორიჟიის „მეტალურგის“ აღზრდილია.[2] მისი დებიუტი გუნდში უკრაინის პრემიერ ლიგის შეხვედრაში, 2009 წლის 23 აგვისტოს დონეცკის „მეტალურგის“ წინააღმდეგ შედგა. სიდორჩუკი შეხვედრაში მეორე ტაიმში ჩაერთო.

დინამო კიევი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2012 წლის 21 დეკემბერს სიდორჩუკმა კიევის „დინამოსთან“ 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. 2013 წლის 11 აგვისტოს გაიტანა პირველი გოლი გუნდის რიგებში, ოდესის „ჩორნომორეცის“ წინააღმდეგ. 2015 წლის 29 სექტემბერს შედგა მისი დებიუტი უეფა-ს ჩემპიონთა ლიგაზე, თელ-ავივის „მაქაბის“ წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში რომელიც კიეველთა გამარჯვებით 2–0 დასრულდა.

საერთაშორისო კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სიდორჩუკის დებიუტი საერთაშორისო დონეზე შედგა 2014 წლის 9 ოქტომბერს, ბელარუსის ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებთან გამართულ შეხვედრაში, სადაც მან 64-ე წუთზე რუსლან როტანი შეცვალა. დამატებით დროში მოახერხა გოლის გატანა და საბოლოო ანგარიში 2-0 დააფიქსირა..[3] სამი დღის შემდეგ ჩრდილოეთ მაკედონიასთან გამართულ შეხვედრაში მან კიდევ ერთხელ მოახერხა გოლის გატანა.[4]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-07-09. ციტირების თარიღი: 2022-04-23.
  2. შეცდომა თარგის გამოძახებისას: cite web: პარამეტრები url და title აუცილებელად უნდა მიეთითოს. Ukrainian. Website FFU (2010-08-30).
  3. „Ukraine leave it late to win in Belarus“. UEFA. 9 October 2014. ციტირების თარიღი: 12 October 2014.
  4. „European Qualifiers: Serhiy Sydorchuk gives Ukraine 1–0 victory over Macedonia“. Sky Sports News. 12 October 2014. ციტირების თარიღი: 15 October 2014.