სერგეი ლუგანსკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

სერგეი ლუგანსკი (დ. 1 ოქტომბერი, 1918, ალმა-ათა — გ. 16 იანვარი, 1977, ალმა-ათა) — ავიაციის გენერალ-მაიორი (1957 წ.), ორგზის საბჭოთა კავშირის გმირი (2 სექტემბერი 1943 და 1 ივლისი 1944). სკკპ-ს წევრი 1942 წლიდან. დაამთავრა ორენბურგის მფრინავთა სკოლა 1938 წ. და სამხედრო საჰაერო აკადემია 1949 წ. მეორე მსოფლიო ომში 1941-1944 წწ. იბრძოდა სამხრეთის, ვორონეჟის, სტეპის უკრაინის II და I ფრონტებზე. იყო საავიაციო ესკადრილისა და გამანადგურებელი საავიაციო პოლკის მეთაური 1941-1944 და 1944-1945 წწ. მოახდინა 390 საბრძოლო გაფრენა. პირადად ჩამოაგდო მოწინააღმდეგის 37 თვითმფრინავი, ჯგუფურ ბრძოლაში 1964 წლიდან თადარიგშია. დაჯილდოებულია ლენინის ორდენით, 5 სხვა ორდენითა და მედლებით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]