სერგეი ლოზნიცა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სერგეი ლოზნიცა

სერგეი ლოზნიცა კარლოვი-ვარის საერთაშორისო კინოფესტივალზე (2010)
მშობლიური სახელი Сяргей Уладзіміравіч Лазніца
დაბადების თარიღი 5 სექტემბერი, 1964 (1964-09-05) (59 წლის)
ბარანოვიჩი, ბრესტის ოლქი, ბსსრ, საბჭოთა კავშირი
ეროვნება უკრაინელი
საქმიანობა კინორეჟისორი
აქტიური 1996-
საიტი loznitsa.com
ხელმოწერა

სერგეი ვლადიმიროვიჩ ლოზნიცა (რუს. Серге́й Влади́мирович Лозни́ца; უკრ: Сергій Володимирович Лозниця; ბელ: Сяргей Уладзіміравіч Лазніца; დ. 5 სექტემბერი, 1964) ― უკრაინელი[1] კინორეჟისორი. ცნობილია დოკუმენტური და დრამატული ფილმებით.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლოზნიცა 1964 წლის 5 სექტემბერს ბელორუსში, ბარანოვიჩში დაიბადა. იმ დროისთვის ბელორუსი საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში შედიოდა. მოგვიანებით ლოზნიცას ოჯახი კიევში (უკრაინა) გადასახლდა. ლეზნიცამ უმაღლესი სკოლა იქვე დაასრულა.[2]

1987 წელს კიევის პოლიტექნიკური ინსტიტუტი მათემატიკის განხრით დაამთავრა. 1987-1991 წლებში კიბერნეტიკის ინსტიტუტში მუშაობდა, დიზაინის შემქმნელ სისტემებსა და ხელოვნურ ინტელექტზე. პარალელურად იაპონური ენიდან მთარგმნელად მუშაობდა. 1991 წელს გერასიმოვის კინემატოგრაფიის ინსტიტუტში ჩაირიცხა, სადაც ნანა ჯორჯაძესთან რეჟისურას სწავლობდა. ინსტიტუტი 1997 წელს დაამთავრა.[3]

2000 წელს სანქტ-პეტერბურგში დოკუმენტურ ფილმზე მუშაობდა. 2001 წელს ოჯახთან ერთად გერმანიაში გადასახლდა.

2010 წელს ლოზნიცას ფილმი „ჩემი ბედნიერება“ კანის კინოფესტივალისთვის შეირჩა.[4] 2012 წელს „ნისლში“ კანის კინოფესტივალზე ოქროს რტოზე იყო ნომინირებული.[5][6] 2014 წლის მაისში ფილმის, „მაედანი“ მსოფლიო პრემიერა კანში სპეციალურ ჩვენებაზე გაიმართა.[7]

ფილმოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჯილდოები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Sergei LOZNITSA. Cannes Film Festival. ციტირების თარიღი: 17 June 2016
  2. Sergei Loznitsa - Film director. ციტირების თარიღი: 17 June 2016
  3. http://www.russiancinema.ru/template.php?dept_id=3&e_dept_id=1&e_person_id=1291 დაარქივებული 2011-11-27 საიტზე Wayback Machine. Sergei Loznitsa in the Encyclopedia of Russian Cinema
  4. http://edition.cnn.com/2010/SHOWBIZ/Movies/05/11/cannes.festival.introduction/ CNN: "Cannes 101: A film festival field guide"
  5. 2012 Official Selection. Cannes. ციტირების თარიღი: 2012-04-19
  6. Cannes Film Festival 2012 line-up announced. timeout. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-12-20. ციტირების თარიღი: 2021-02-24.
  7. filmcomment.com interview sergei loznitsa filmcomment
  8. https://www.rottentomatoes.com/m/victory_day_2018
  9. https://www.rottentomatoes.com/m/state_funeral
  10. Lodge, Guy. (18 May 2018) Cannes: ‘Border’ Leads Un Certain Regard Award Winners. Variety. ციტირების თარიღი: 18 May 2017
  11. Boas, Matthew. (3 December 2018) Álvaro Brechner wins the Golden Pyramid at Cairo with A Twelve-Year Night. Cineuropa. ციტირების თარიღი: 4 December 2018