სერგეი ბუბნოვი
სერგეი ბუბნოვი | |
---|---|
გერმ. Sergius Nikolajewitsch von Bubnoff | |
დაბ. თარიღი | 15 (27) ივლისი, 1888[1] |
დაბ. ადგილი | სანქტ-პეტერბურგი[1] |
გარდ. თარიღი | 16 ნოემბერი, 1957[1] (69 წლის) |
გარდ. ადგილი | ბერლინი[1] |
მოქალაქეობა |
რუსეთის იმპერია გერმანიის იმპერია გდრ |
საქმიანობა | გეოლოგი, უნივერსიტეტის პროფესორი, პალეონტოლოგი და ინჟინერი |
მუშაობის ადგილი | გრაიფსვალდის უნივერსიტეტი, ჰუმბოლდტის უნივერსიტეტი, ვროცლავის უნივერსიტეტი და ბუნებისმეტყველების მუზეუმი |
ალმა-მატერი | ფრაიბურგის უნივერსიტეტი |
სამეცნიერო ხარისხი | დოქტორის ხარისხი[1] და გეოლოგია-მინერალოგიის მეცნიერებათა დოქტორი |
ჯილდოები | გდრ-ის ეროვნული პრემია, გუსტავ სტაინმანის მედალი და ლეოპოლდ ფონ ბუხის მედალი |
სერგეი ნიკოლოზის ძე ბუბნოვი (რუს. Бубнов, Сергей Николаевич; დ. 27 ივლისი [ძვ. სტ. 15 ივლისი], 1888, პეტერბურგი — გ. 16 ნოემბერი, 1957, ბერლინი) — გერმანელი გეოლოგი. ბერლინის მეცნიერებათა აკადემიის წევრი (1949).
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1906 წელს ოჯახთან ერთად რუსეთიდან საცხოვრებლად გერმანიაში გადავიდა. 1910 წელს დაამთავრა ფრაიბერგის უნივერსიტეტი. გრაიფსვალდისა (1929–1950 ) და ბერლინის (1950 წლიდან) უნივერსიტეტების პროფესორი. 1950 წლიდან იყო გეოტექტონიკის ინსტიტუტის დირექტორი. მისი ძირითადი შრომები ეხება რეგიონულ და საერთო გეოტექტონიკის საკითხებს. ბუბნოვმა შეადგინა (1923 წელს და მოგვიანებით) დედამიწის ქერქის სტრუქტურული ელემენტების ძირითადი კლასიფიკაცია, ხოლო 1948 წელს ტექტონიკური მოძრაობის კლასიფიკაცია. ბუბნოვის ერთ-ერთი მთავარი თეორიული შრომაა — დედამიწის ციკლის განვითარება. მასვე ეკუთვნის შრომები გერმანიის გეოლოგიური აგებულებისა და ნახშირის ადგილმდებარეობის, აღმოსავლეთ ალპების ტრიასული ფაუნის შესახებ. ბუბნოვმა შეადგინა ასევე ევროპის კონტინენტის პალეოგეოგრაფიული რუკები. მინიჭებული აქვს გდრ-ის ეროვნული პრემია.
თხზულებები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Fennosarmatia, В., 1952: Einführung in die Erdgeschichte, 3 Aufl., B., 1956;
- Основные проблемы геологии, М., 1960.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- სერგეი ბუბნოვი — სტატია დიდი რუსული ენციკლოპედიიდან (რუსული)
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 Deutsche Nationalbibliothek Record #118664239 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.