სერგეი ბოდროვი (უმცროსი)
სერგეი ბოდროვი უმცროსი | |
---|---|
მშობლიური სახელი | რუს. Сергей Сергеевич Бодров |
დაბადების თარიღი |
27 დეკემბერი, 1971 მოსკოვი, რსფსრ, სსრკ |
გარდაცვალების თარიღი |
20 სექტემბერი, 2002 (30 წლის) კარმადონის ხეობა, ჩრდილოეთ ოსეთი, რუსეთი |
მოქალაქეობა |
![]() ![]() |
საქმიანობა | კინორეჟისორი, სცენარისტი, ტელეწამყვანი |
მეუღლე(ები) | სვეტლანა ბოდროვა |
შვილ(ებ)ი | ოლგა და ალექსანდრე ბოდორვები |
მშობლები |
მამა: სერგეი ბოდროვი უფროსი დედა: ნატალია ბოდროვა |
ხელმოწერა |
![]() |
სერგეი სერგეის ძე ბოდროვი (ცნობილია როგორც სერგეი ბოდროვი-უმცროსი; დ. 27 დეკემბერი, 1971, მოსკოვი, რსფსრ, სსრკ — გ. 20 სექტემბერი, 2002, კარმადონის ხეობა, ჩრდილოეთ ოსეთი, რუსეთი) — საბჭოთა და რუსი კინომსახიობი, კინორეჟისორი, სცენარისტი და ტელეწამყვანი. ხელოვნებათმცოდნეობის მეცნიერებათა კანდიდატი.
მთავარი როლი შეასრულა შემდეგ ფილმებში: „კავკასიის ტყვე“, „ძმა“, „სტრინგერი“, „აღმოსავლეთი-დასავლეთი“, „ძმა 2“ და „დათვის ამბორი“. მას მიჰყავდა ტელეპროგრამები — „Марафон-15“ და „Взгляд“, ასევე პროექტ უკანასკნელი გმირის პირველი სეზონი.
ოფიციალურად, უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება გადამღებ ჯგუფთან ერთად, კარმადონის ხეობაში კოლკის მყინვარის ჩამოწოლის შედეგად, სადაც ფილმ „Связной“-ის (შიკრიკი) გადაღება მიმდინარეობდა.
ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ბავშვობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
სერგეი ბოდროვი-უმცროსი, 1971 წლის 27 დეკემბერს ქალაქ მოსკოვში დაიბადა. ბავშვობაში, სერგეი ბოდროვს მარტო ყოფნა უყვარდა და „საკუთარ თავს შესანიშნავად ეწყობოდა“.
ოჯახი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
![]() | |
---|---|
![]() |
დედა |
![]() |
მეუღლე და ბავშვები |
![]() |
მამა დასთან ერთად |
- მამა — სერგეი ბოდროვი-უფროსი (დ. 28 ივნისი, 1948) — კინორეჟისორი.
- დედა — ვალენტინა ბოდროვა — ხელოვნებათმცოდნე. სერგეი ბოდროვ-უფროსს 1976 წელს დაშორდა[1].
- და — ასია ბოდროვა-ბეკულოვა[2].
- მეუღლე — სვეტლანა ბოდროვა (სიტინა, მიხაილოვა).
- ქალიშვილი — ოლგა ბოდროვა (დ. 24 ივლისი, 1998).
- ვაჟიშვილი — ალექსანდრე ბოდროვა (დ. 27 აგვისტო, 2002).
დაღუპვა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
2002 წლის 20 სექტემბერს, ფილმ "Связной"-ის (შიკრიკის) გადამღები ჯგუფი სერგეი ბოდროვის ხელმძღვანელობით, ვლადიკავკაზიდან მთების მიმართულებით დაიძრა. გადაღებები მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა, როცა შებინდდა, ჯგუფი უკან ქალაქისკენ გამოემართა[3]. ადგილობრივი დროით 20:08 საათზე, კოლკის მყინვარმა მოულოდნელად ჩამოწოლა დაიწყო, მყინვარის ნაშალმა მასამ რამდენიმე წუთში მთელი კარმადონის ხეობა 60 მეტრიანი ყინულისა და ქვის ფენით დაფარა.
ოფიციალური ვერსიით, ჯიმარის მთის კლდეზე ჩამოკიდებული ერთ-ერთი მყინვარი ჩამოწყდა. მყინვარის მასა კოლკის მყინვარს დაეცა, ეს უკანასკნელი კი დაიძრა ხეობის მიმართულებით 180კმ/სთ სიჩქარით, რომელმაც თან ქვა-ღორღი ჩაიტანა. მასშტაბური სამაშველო სამუშაოები რამდენიმე თვე გრძელდებოდა, მოხალისეთა და უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ნათესავების ჯგუფი მყინვარზე 2004 წლის თებერვლამდე დარჩა. ტრაგედიის შემდეგ, უგზო-უკვლოდ დაკარგულად ასზე მეტი ადამიანი გამოცხადდა, არც აღმოუჩენიათ სერგეი ბოდროვ-უმცროსის გვამი [4].
ფილმოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
წელი | ფილმი | მონაწილეობდა როგორც | |||
---|---|---|---|---|---|
რეჟისორი | სცენარისტი | მსახიობი | როლი | ||
1986 | Я тебя ненавижу (ვერ გიტან)(ტელეფილმი) | ![]() |
ბიჭი სპორტულ საცხენოსნო კლუბში | ||
1989 | СЭР | ![]() |
კოლონიის მსრჯავდებული | ||
1992 | Белый король, красная королева | ![]() |
ფოსტალიონი | ||
1996 | Кавказский пленник (фильм, 1996) (კავკასიის ტყვე) | ![]() |
ივან ჟილინი | ||
1997 | ძმა | ![]() |
დანილა ბაგროვი | ||
1998 | სტრინგერი | ![]() |
ვადიკი | ||
1999 | აღმოსავლეთი-დასავლეთი | ![]() |
საშა ვასილიევი | ||
2000 | ძმა 2 | ![]() |
დანილა ბაგროვი | ||
2001 | Давай сделаем это по-быстрому | ![]() |
დიმა | ||
2001 | Сёстры (фильм, 2001) (დები) | ![]() |
![]() |
![]() |
დანილა ბაგროვი[5][6] |
2002 | ომი | ![]() |
კაპიტანი მედვედევი | ||
2002 | Медвежий поцелуй (დათვის ამბორი) | ![]() |
მიშა | ||
2002 | Связной (შიკრიკი) (დაუსრულებელია) | ![]() |
![]() |
![]() |
მენაგვე ალექსეი სემიონოვი |
2008 | Морфий (მორფიუსი) | ![]() |
კლიპებში მონაწილეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
წელი | ჯგუფი | სახელწოდება |
---|---|---|
1997 | Nautilus Pompilius | Во время дождя |
2000 | "Би-2" | Полковнику никто не пишет |
2001 | "აგატა კრისტი" | Пуля |
სხვა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
წელი | პროგრამა | მონაწილეობის ტიპი |
---|---|---|
1992 | "Марафон-15" | წამყვანი |
1996—1999 | "Взгляд" | წამყვანი |
2000 | "Как снимался Брат 2" | წამყვანი |
2000 | "Брат 2". Живьём в Олимпийском (концерт) | წამყვანი |
2000 | 5-й юбилейный фестиваль "КВН" "Снежные буераки" в Челябинске | ჟიურის წევრი |
2001 | "Последний герой", сезон 1 | წამყვანი |
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- სერგეი ბოდროვი
- სერგეი ბოდროვი უმცროსი — сообщество в социальной сети ВКонтакте
- Сергей Бодров-младший о себе
- Сергей Бодров на проекте «Чапаев» დაარქივებული 2020-08-07 საიტზე Wayback Machine.
- Первое интервью Светланы Бодровой (2017)
სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ↑ Мама Сергея Бодрова регулярно навещает место его гибели. StarHit.ru.
- ↑ Где ты, брат? Сергея Бодрова ждет в Алматы сестра Ася Бодрова-Беккулова. ЦентрАзия.
- ↑ Сергей Бодров-младший — Последний герой нашей эпохи .
- ↑ Список погибших в Кармадонском ущелье — Прочее — Сергей Бодров-младший — Последний герой нашей эпохи.
- ↑ Интервью Сергея Бодрова.
- ↑ Сергей Бодров-младший в программе Леонида Парфенова «Герой дня» (10.05.2001)