სერბული სამზარეულო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
პლესკავიცა.

სერბული სამზარეულო (სერბ. српска кухиња / srpska kuhinja) — სერბეთის ტრადიციული სამზარეულოს ბევრი საერთო აქვს ბალკანეთის სხვა ქვეყნების სამზარეულოებთან, განსაკუთრებით ყოფილი იუგოსლავიის ქვეყნებთან. ეროვნულ კერძებად მიიჩნევა: პლესკავიცა (კოტლრტის ნაირსახეობა, რომელსაც მიირთმევენ პურთან და ყველთან ერთად), ჩევაპი (შემწვარი დაკეპილი ხორცი) და კარაგეორგიევი შნიცელი (ხორცის რულეტი). ეროვნული სასმელია - ბრენდი სლივოვიცა.

სხვა და სხვა იმპერიების გავლენით სერბული სამზარეულოში არის როგორც შუა აზიური ასევე ევროპული კულინარიის ელემენტები. მასზე ასევე დიდი გავლენა მოახდინა გლეხური ცხობის ტრადიციებმა. სერბული სამზარეულო გამოირჩევა ხორცის, ყველის და ფქვილის ნაწარმის ბალანსით. ბოლო პერიოდი სერბულმა დიასპორამ მათი სამზარეულოს პოპულარობა მთელი მსოფლიოს მასშტაბით გაზარდა.

სერბული ღვინოები: პროკუპაცი (წითელი ღვინო), რისლინგი (თეთრი ღვინო), სმედერევკა (თეთრი ღვინო), ტამიანიკა (წითელი ღვინო).

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]