სერბთა რესპუბლიკის ხელოვნების და მეცნიერებათა აკადემია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სერბთა რესპუბლიკის ხელოვნების და მეცნიერებათა აკადემია
სერბ. Академија наука и умјетности Републике Српске
АНУРС (Бања Лука).jpg
აბრევიატურა

АНУРС; ANURS

დაარსების თარიღი

1996

ტიპი

ეროვნული აკადემია

მიზანი/მიმართულება

მეცნიერება, ხელოვნება,

შტაბ-ბინა

ბოსნია და ჰერცეგოვინის დროშასერბთა რესპუბლიკის დროშა ბანია-ლუკა, სერბთა რესპუბლიკა, ბოსნია და ჰერცეგოვინა

ადგილმდებარეობა

1996-1999 — ისტოჩნო სარაევო
1999-დღემდე — ბანია-ლუკა

ოფიციალური ენები

სერბული ენა

გენერალური მდივანი

დრაგოლიუბ მირიანიჩი

პრეზიდენტი

რაიკო კუზმანოვიჩი[1]

მთავარი ორგანო

აკადემიის პრეზიდენტობა

საიტი

www.anurs.org

სერბთა რესპუბლიკის ხელოვნების და მეცნიერებათა აკადემია (სერბ. Академија наука и умјетности Републике Српске, АНУРС / Akademija nauka i umjetnosti Republike Srpske, ANURS) — უმაღლესი სამეცნიერო და კულტურული წარმომადგენლობითი დაწესებულება სერბთა რესპუბლიკაში. დაარსდა 1996 წელს. მოიცავს ოთხ განყოფილებას: სოციალური მეცნიერებების, ლიტერატურის და ხელოვნების, საბუნებისმეტყველო, მათემატიკური და ტექნიკური მეცნიერებების და სამედიცინო განყოფილებები. აღნიშნული აკადემიური დაწესებულების მთავარი მიზანია სამეცნიერო და კულტურული ღონისძიებების განვითარება და ხელშეწყობა. ამჟამად, იგი ბანია-ლუკაში მდებარეობს.

ამჟამად, სერბთა რესპუბლიკის ხელოვნების და მეცნიერებათა აკადემიას, რაიკო კუზმანოვიჩი ხელმძღვანელობს, მისი მოადგილეა ლუბომირ ზუკოვიჩი, ხოლო გენერალური მდივანი — აკადემიკოსი დრაგოლიუბ მირიანიჩი. განყოფილებების გარდა, აკადემია მოიცავს კომიტეტებს, ცენტრებსა და ინსტიტუტებს, სადაც დაახლოებით 150 მეცნიერია დასაქმებული.

1993 წელს, სერბთა რესპუბლიკის გენერალურმა ასამბლეამ, მეცნიერებათა და ხელოვნების აკადემიის შესახებ კანონი გამოსცა, თუმცა, იგი 1996 წელს დაარსდა. დამფუძნებელი კრება 1996 წლის 11 ოქტომბერს გაიმართა, იაჰორინას მთაზე მდებარე ერთ-ერთ სასტუმროში. ასამბლეას ესწრებოდა 65 გამოჩენილი მეცნიერი, მათ შორის, სერბეთის ხელოვნებისა და მეცნიერების აკადემიის ხელმძღვანელი — ალექსანდრ დესპიჩი და აკადემიკოსები — დრაგუტინ ვუკოტიჩი და ჩედომირ პოპოვი. აკადემიის პირველი ხელმძღვანელი, პეტარ მანდიჩი გახდა. 1999 წლამდე, იგი ისტოჩნო-სარაევოში მდებარეობდა.

პრეზიდენტების სია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Name Period
პეტარ მანდიჩი 1996–1999
სლავკო ლეოვაჩი 2000
ვასლინ პერიჩი 2000–2003
მილან ვასიჩი 2003
რაიკო კუზმანოვიჩი 2004–დღემდე

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Kuzmanović, Rajko; Mirjanić, Dragoljub (2005) The Republic of Srpska - Tenth Years of the Dayton Peace Agreement. Academy of Sciences and Arts of the Republika Srpska, გვ. 19. ISBN 978-99938-631-9-9. „ACADEMICIAN RAJKO KUZMANOVlC, PRESIDENT OF ANURS“