სერბეთის ოკუპაცია ავსტრია-უნგრეთის მიერ

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სერბეთის ოკუპაცია ავსტრია-უნგრეთის მიერ
ძირითადი კონფლიქტი: პირველი მსოფლიო ომი

ბელგრადი ოკუპაციის პრიოდში
თარიღი 1915  — 1 ნოემბერი, 1918
ადგილი სერბეთის სამეფო

ავსტრია-უნგრეთის შეიარაღებულმა ძალებმა სერბეთი 1915 წლის ბოლოს დაიკავეს პირველი მსოფლიო ომის დასრულებამდე. 1914 წლის 28 ივლისს ომის გამოცხადების შემდეგ ავსტრია-უნგრეთმა განახორციელა სამი წარუმატებელი შეტევა სერბეთის არმიაზე.  გერმანიასა და ბულგარეთთან ერთობლივი ძალისხმევით  შესაძლებელი გახდა სერბეთის თავდაცვის გარღვევა. შედეგად, 1916 წლის იანვრისთვის ქვეყნის მთელი ტერიტორია ცენტრალური ძალების კონტროლის ქვეშ მოექცა. სერბეთი დაიყო ავსტრია-უნგრეთის და ბულგარეთის საოკუპაციო ზონებად. გერმანიამ უარი განაცხადა  ტერიტორიის ოკუპაციაზე და ამჯობინა ორივე ზონის ინფრასტრუქტურის, სასოფლო-სამეურნეო და სამთო რესურსების კონტროლი. ავსტრია-უნგრეთმა დაიკავა ქვეყნის  ტერიტორიის დაახლოებით 75% —  ჩრდილო-დასავლეთი ნაწილი. დღევანდელი ჩრდილოეთ მაკედონია და ნიში გადაეცა ბულგარეთს. ოკუპირებულ სერბეთს მართავდა  სამხედრო გენერალური მთავრობა. ავსტრიელების მიზანი სერბეთის თავიანთი ეკონომიკის ნედლეულის დამატებით წყაროდ  გადაქცევა იყო.

წინაისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1914 წლის 28 ივნისს ავსტრია-უნგრეთის ტახტის მემკვიდრე, ერცჰერცოგი ფრანც ფერდინანდი, სარაევოში ვიზიტის დროს მოკლა ბოსნიელმა სერბმა გავრილო პრინციპმა. ავსტრია-უნგრეთმა დაადანაშაულა სერბეთის სამეფო მკვლელობის ორგანიზებაში და თითქმის შეუძლებელი ულტიმატუმი წაუყენა, რომლის  მიზანი სერბეთის სამეფოს დასუსტება იყო. ქვეყნის სუვერენიტეტის დე ფაქტო შეზღუდვის პუნქტის გარდა სერბეთმა ულტიმატუმი  მიიღო. ავსტრია-უნგრეთმა ეს  ფაქტორი გამოიყენა როგორც casus belli და კრიზისის დაწყებიდან ზუსტად ერთი თვის შემდეგ, 28 ივლისს დაიწყო საომარი მოქმედებები. [1]

ომის დასაწყისი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ოკუპირებული სერბეთი (ნაცრისფერად აღნიშნულია ოკუპაციის ზონა)

შეჭრის საწყისი ეტაპი  თავდაპირველად ავსტრია-უნგრეთის ხელისუფლებამ  სადამსჯელო ექსპედიციად გამოაცხადა ( გერმ. Strafexpedition ) [2]13 დღის განმავლობაში მათ მოახერხეს სერბეთის ნაწილის დაკავება რითაც იმპერიულ და სამეფო მთავრობას არა მხოლოდ მკვლელობის სავარაუდო ორგანიზატორების დასჯა სურდა,   ასევე ვარაუდობდა აღმოეფხვრა სამხრეთ სლავური ირედენტიზმის მხარდაჭერის წყარო და ამით უზრუნველყო  სამხრეთ საკუთრების უსაფრთხოება.[3]

ცხოვრება ოკუპაციის პერიოდში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ავსტრია-უნგრეთის ჯარების მიერ ეჭვმიტანილი სერბი პარტიზანების სიკვდილით დასჯა საჯარო , 1916 წ.

ოკუპაციის დაწყებისთანავე, ავსტრია-უნგრეთის ჯარებმა  სერბეთის მოსახლეობის წინააღმდეგ ძალადობის მრავალი აქტი განახორციელეს.  მათ შორის აიყვანეს მძევლები და მოაწყვეს მასობრივი სიკვდილით დასჯის კამპანია. საერთო ჯამში, პირველი ოკუპაციის დროს ორ კვირაზე ნაკლებ დროში სულ მცირე 3500 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა.

დენაციონალიზაცია და დეპოლიტიზაცია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საოკუპაციო ხელისუფლება სერბეთის ეროვნულ ცნობიერებას ავსტრია-უნგრეთის იმპერიისთვის ეგზისტენციალურ საფრთხედ მიიჩნევდა. სამხედრო გუბერნატორის პოლიტიკა მიზნად ისახავდა სერბეთის მოსახლეობის დეპოლიტიზებას და დენაციონალიზაციას. აიკრძალა საზოგადოებრივი შეკრებები და პოლიტიკური პარტიები, კირილიცას უწოდეს „საშიში სახელმწიფოსთვის“ (გერმ. staatsgefährlich). აიკრძალა სკოლები და საჯარო სივრცეში შეკრებები, ქუჩებს გადაარქვეს სერბული ეროვნული იდენტობის  მნიშვნელობის მქონე ადამიანების სახელები. ტრადიციული სერბული ტანსაცმელი აიკრძალა,  გრიგორიანულმა კალენდარმა შეცვალა იულიუსის კალენდარი. გარდა ამისა, ყველა სერბ სტუდენტს უნდა მიეღო განათლება გერმანულ ენაზე, ავსტრიული აკადემიური სტანდარტების შესაბამისად და ავსტრიიდან ჩამოყვანილი მასწავლებლების მეშვეობით.

დაიხურა მნიშვნელოვანი კულტურული დაწესებულებები:  სერბეთის სამეფო აკადემია, ეროვნული მუზეუმი და ეროვნული ბიბლიოთეკა, ხოლო იქ არსებული ისტორიული არტეფაქტები და ხელოვნების კოლექციები გაძარცვეს. დაიხურა ბელგრადის უნივერსიტეტი, ასევე სხვადასხვა გამომცემლობა და წიგნის მაღაზიები. აიკრძალა სასკოლო სახელმძღვანელოები და წიგნები ფრანგულ, ინგლისურ, რუსულ და იტალიურ ენებზე. პოლიტიკური გამოხატვა მკაცრად შეიზღუდა გაზეთების გამოცემის აკრძალვით, გარდა ოფიციალური პროპაგანდისტული გაზეთის MGG/S Belgrader Nachrichten-ისა (სერბ. Beogradske novine).ს

განთავისუფლება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1918 წლის სექტემბერში მოკავშირეთა ჯარებმა, მე-2 სერბეთის არმიისა და იუგოსლავიის მოხალისეთა დივიზიის მეთაურობით, გაარღვიეს სალონიკის ფრონტი, რამაც   30 სექტემბერს,   ბულგარეთის კაპიტულაცია გამოიწვია. რის შემდეგაც, ოქტომბრის ბოლომდე, სერბეთი სწრაფად განთავისუფლდა. ავსტრია-უნგრეთის ჯარის ნაწილებმა  უკან დაიხიეს  ოკუპირებული ტერიტორიის ჩრდილოეთით. 1918 წლის 1 ნოემბრისთვის მთელი ომამდელი სერბეთი განთავისუფლდა, რაც ოკუპაციის დასასრულს ნიშნავდა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]