შინაარსზე გადასვლა

სეპტიმუს სევერუსის თაღი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

სეპტიმუს სევერუსის თაღი (იტალ. Arco di Settimio Severo) — რომაული ფორუმის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში მდებარე თეთრი მარმარილოს ტრიუმფალური თაღი, რომელიც ეძღვნება 203 წელს იმპერატორ სეპტიმიუს სევერუსისა და მისი ორი ვაჟის, კარაკალასა და გეტას, პართიელებზე გამარჯვებებს 194-195 და 197-199 წლების ორ კამპანიაში. სეპტიმიუს სევერუსის გარდაცვალების შემდეგ, მისი შვილები, კარაკალა და გეტა, თავდაპირველად ერთობლივად მართავდნენ იმპერიას.[1] კარაკალამ გეტა რომში მოაკვლევინა; პრაქტიკით, რომელიც ახლა ცნობილია როგორც damnatio memoriae (ხსოვნის წაშლა), გეტას მემორიალები განადგურდა და მისი ყველა გამოსახულება ან ხსენება წაიშალა ქუჩის შენობებიდან და ძეგლებიდან. შესაბამისად, გამოსახულება და წარწერები, რომლებიც მას ეხებოდა, თაღიდან მოაშორეს.

სევერუსების დინასტია აქტიურად აშენებდა ტრიუმფალურ ან საპატიო თაღებს, განსაკუთრებით რომის იმპერიაში; სეპტიმიუს სევერუსის თაღი იმპერატორის მშობლიურ ქალაქ ლეპტის-მაგნაში, ლიბიაში, იმავე წელს აშენდა. პალმირის მონუმენტურ თაღს ასევე ზოგჯერ „სეპტიმიუს სევერუსის თაღს“ უწოდებენ.

  • Kamash, Zena (20 October 2017). „‘Postcard to Palmyra’: bringing the public into debates over post-conflict reconstruction in the Middle East“. World Archaeology. 49 (5): 608–622. doi:10.1080/00438243.2017.1406399.
  1. Platnauer, Maurice (1965). The Life and Reign of the Emperor Lucius Septimius Severus. Rome: Roma: "L'Erma" di Bretschneider.