სენ-ჟან-დე-ლიუზი
| ქალაქი | |||
|---|---|---|---|
|
სენ-ჟან-დე-ლიუზი Saint-Jean-de-Luz | |||
|
| |||
| |||
| ქვეყანა |
| ||
| რეგიონი | ახალი აკვიტანია | ||
| დეპარტამენტი | ატლანტური პირენეები | ||
| კოორდინატები | 43°23′00″ ჩ. გ. 1°40′00″ დ. გ. / 43.38333° ჩ. გ. 1.66667° დ. გ. | ||
| ფართობი | 19 კმ² | ||
| ცენტრის სიმაღლე | 0–84 მ | ||
| მოსახლეობა | 14 093[1] კაცი (2017) | ||
| სიმჭიდროვე | 740 კაცი/კმ² | ||
| სასაათო სარტყელი | UTC+1, ზაფხულში UTC+2 | ||
| საფოსტო ინდექსი | 64500 | ||
| ოფიციალური საიტი | https://www.saintjeandeluz.fr/ | ||
სენ-ჟან-დე-ლიუზი (ფრანგ. Saint-Jean-de-Luz) — ზღვისპირა კლიმატური კურორტი საფრანგეთში (ატლანტური პირენეების დეპარტამენტი). მდებარეობს ბისკაის ყურის სანაპიროზე, ესპანეთის საზღვართან ახლოს, ქალაქ ბაიონიდან სამხრეთ-დასავლეთით. 14 093 მცხოვრები (2017).[1]
ხელსაყრელი ბუნებრივ-კლიმატური პირობები და ფართო ქვიშის პლაჟი იძლეოდა იმის საშუალებას, რომ სენ-ჟან-დე-ლიუზი განვითარებულიყო როგორც ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული კურორტი. თელასოთერაპიის ცენტრი — „Hélianthal“. განვითარებულია ტურიზმი; ქალაქში არის ისტორიულ-არქიტექტურული ძეგლები, მათ შორის — იოანე ნათლისმცემლის ეკლესია ხის პატრონიკეთი (XV–XVII სს.; მდიდრულად მორთული საკურთხეველი — დაახლ. 1669), XV–XVIII საუკუნეების ბასკური სახლები, მერია (XVII ს.); კურორტთან ახლოს არის ციხე-დარბაზი შატო-დ’ურტუბიე (XIV ს.-ის შუა ხანები). ქალაქ-კურორტისათვის დამახასიათებელია ბასკეთის არქიტექტურული სტილის მრავალრიცხოვანი სახლები. კაზინო. შემოგარენში მდებარეობს კურორტები სიბური (მორის რაველის სამშობლო), ბიარიცი და სხვ.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Бруенок А. В. СЕН-ЖАН-ДЕ-ЛЮЗ // Большая российская энциклопедия. т. 29. — М., 2015. — стр. 758.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1 2 Populations légales 2017. INSEE. ციტირების თარიღი: 18 თებერვალი, 2020.