სენ-ჟაკის კოშკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სენ-ჟაკის კოშკის მშენებლობა 1523 წელს იქნა დასრულებული.

სენ-ჟაკის კოშკი (ფრანგ. Tour Saint-Jacques) — 52 მ გვიანდელი გოტიკის სტილის კოშკი პარიზის მეოთხე ოლქის ამავე სახელობის სკვერში; ყოფილი სენ-ჟაკ-ლა-ბუშერის ეკლესიის სამრეკლო[1].

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1523 წელს დასრულებული კოშკი ამ ადგილას მდგარი რომანული ეკლესიის სენ-ჟაკ-ლა-ბუშერის ერთადერთი დღემდე შემორჩენილი ელემენტია, რომლის აგებაც ყასაბთა გილდიას დაუფინანსებია. ეკლესია XVI საუკუნეში გადაუკეთებიათ; რომანული სტილი გოტიკურით შეუცვლიათ და ამ პერიოდში მიუშენებიათ კოშკიც.

ეკლესიის კრიპტაში დაუმარხავთ განთქმული ალქიმიკოსი ნიკოლა ფლამელი. 1648 წელს ფრანგი მენციერი ბლეზ პასკალი ამ კოშკიდან ატმოსფერულ წნევაზე დაკვირვებას აწარმოებდა. 1797 წელს ეკლესია სახალხო საკუთრებად გამოაცხადა რევოლუციურმა მთავრობამ და იგი შემოსავლიან საქონლად - ქვებად - დაშალეს. სამრეკლო არენდით გადასცეს ადგილობრივ ხელოსანს, რომელიც 50 მ სიმაღლიდან გამდნარ ტყვიას ასხამდა სპეციალური საცერზე, სადაც გაცივების შემდეგ ის მცირე ზომის ბურთულების სახეს იღებდა მის ქვეშ დადგმულ წყლიან კასრებში.

1981 წლიდან კოშკში და სკვერში მეტეოსადგური მდებარეობს.

აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კოშკის წვეროს წმინდა იაკობის ქანდაკება ამშვენებს, რომლის გარშემოც ანგელოზის, არწივის, ხარისა და ლომის სკულპტურებია — ოთხი ევანგელისტის სიმბოლო.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Jacques Meurgey, Histoire de la paroisse Saint-Jacques-de-la-Boucherie, Librairie ancienne Honoré Champion, 1926; Etienne F. Villain, Essai d'une histoire de la paroisse de St. Jacques de la Boucherie, Prault, Paris, 1758 (consultable via Google Books); F. Rittiez, Notice historique sur la tour Saint-Jacques-la-Boucherie, (Gaittet, Paris) 1856.